მმართველი პარტიისაგან მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდანტის, სალომე ზურაბიშვილის
განცხადებით, ის ბანკ „ქართუდან“ აღებული სესხის პროცენტის გადახდას არ აპირებს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„არ ვაპირებ პროცენტის გადახდას, რადგან არჩევნებზე 10 პროცენტს კი არა, 70 პროცენტს ავიღებ. დამოუკიდებელი ვარ, ბანკი „ქართუ“ დამოუკიდებელია და სესხი ჩემით ავიღე. ამ სესხის პროცენტებსაც არ გადავიხდი, რადგან მივიღებ ბევრად მეტს, ვიდრე ის 10 პროცენტი“,-აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

















