logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილი: ძალიან ბევრი ვალდებულება აქვს რუსეთს, რომლის შესრულება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
თამარ ჩუგოშვილი: ძალიან ბევრი ვალდებულება აქვს რუსეთს, რომლის შესრულება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
13:12 09.10.2018
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მონაწილეობს.

სესიის ერთ-ერთი მთავარი თემა საპარლამენტო ასამბლეის უფლებამოსილებათა გაუქმება და ხმის მიცემასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გართულებაა.

„გუშინ საკმაოდ რთული დღე იყო კომიტეტებში. პოლიტიკურ ჯგუფებში დღევანდელი დისკუსიისთვის სამზადისი მიმდინარეობდა, რომელიც პლენარულ სხდომათა დარბაზში გაიმართება და რუსეთისთვის სანქციების შენარჩუნებას ეხება “, - განაცხადა სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს განთავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან ისე, რომ არ შეასრულოს არანაირი ვალდებულებები.
„ძალიან ბევრი ვალდებულება აქვს რუსეთს, რომლის შესრულება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს თემები ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დევნილების საკითხებს, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის პოზიციებს ამ დისკუსიებში.

დღეს ვნახავთ, რამდენად აღმოაჩნდება რუსეთს მხარდამჭერები ერთი მხრივ და ასევე ვიხილავთ თავად ევროსაბჭოს ორგანიზაციის ღირებულებების მხარდამჭერებს.

რუსეთის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გარეშე მათთვის რაიმე საშეღავათო გადაწყვეტილების მიღება აცდენა იქნება თვითონ ევროსაბჭოსთვის და დამაზიანებელი იმ ღირებულებებისთვის, რომლისთვისაც ეს ორგანიზაცია არის შექმნილი. ამას ყველა კარგად აცნობიერებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ დღეს ევროსაბჭო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს “, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა