logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფო კილაძე: ნატო და აშშ მდივნის განცხადებები მსოფლიო დონეზე საქართველოს თავდაცვის რეფორმების უპრეცედენტო აღიარებაა
სოფო კილაძე: ნატო და აშშ მდივნის განცხადებები მსოფლიო დონეზე საქართველოს თავდაცვის რეფორმების უპრეცედენტო აღიარებაა
13:06 09.10.2018
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, სოფო კილაძის განცხადებით, ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენლისა და აშშ-ს თავდაცვის მდივნის განცხადებები საქართველოს თავდაცვის სისტემის მსოფლიო დონეზე წარმატების აღიარებაა.

ასევე, სოფო კილაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“ თავდაცვის სამინისტროსა და მინისტრზე თავდასხმაშიც დაადანაშაულა.

„აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მატისმა და ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას მიერ განხორციელებულ რეფორმებს უმაღლესი შეფასება მისცეს.

ეს არის საქართველოს თავდაცვის სისტემის წარმატების აღიარება მსოფლიო დონეზე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისა და იმ ორგანიზაციის მხრიდან, რომლის წევრად გახდომა ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია. მსგავსი შეფასებები უდიდესი მნიშვნელობისაა ჩვენი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ის ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენი პარტნიორები იმ ნაბიჯებს ხედავენ, რომელთაც საქართველო ამ კუთხით დგამს. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ასეთი წარმატებები უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას ნატოში.

ამ ფონზე, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა „რუსთავი2“-ის თავდასხმა თავდაცვის სამინისტროზე და პირადად მინისტრზე. ვფიქრობ, ეს უკავშირდება სწორედ იმ წარმატებას, რომელსაც საქართველომ თავდაცვის სფეროში მიაღწია სწორედ ლევან იზორიას მინისტრობის დროს. სამწუხაროდ, ტელეარხი, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებაში ობიექტურ, მიუკერძოვებელ ინფორმაციას უნდა ავრცელებდეს, ცდილობს სიცრუის ტირაჟირებით გადაფაროს ის წარმატება, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია ნატოსთან და აშშ-სთან ურთიერთობისა და თავდაცვის რეფორმების სფეროში,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა