„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ IRI-ს კვლევებს პარტიების რეიტინგებთან დაკავშირებით ხვალ გაასაჯაროებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, IRI-სთან პარტიას შეთანხმება აქვს, რომ სანამ კვლევის შედეგებს ყველა პოლიტიკური პარტია არ გაეცნობა, მასზე კონკრეტულად არ ისაუბრონ.
„IRI-ს კვლევებს პარტიების რეიტინგებთან დაკავშირებით ხვალ გავასაჯაროებთ“ - აღნიშნა კუბლაშვილმა.
ამასთან, მმართველი პარტიის წევრმა კომენტარი არ გააკეთა ჟურნალისტების კითხვაზე ემთხვევა თუ არა ერთმანეთს IRI-სა და NDI- ს კვლევის შედეგები.

















