logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნიდერლანდების სამეფოში ღონისძიება „დავიბრუნოთ ერთმანეთი“ გაიმართა
ნიდერლანდების სამეფოში ღონისძიება „დავიბრუნოთ ერთმანეთი“ გაიმართა
18:12 08.10.2018
საქართველოს საელჩოში აფხაზეთისადმი მიძღვნილი ღონისძიების - „დავიბრუნოთ ერთმანეთი“ საზეიმო გახსნა გაიმართა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე სურგულაძემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
„რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს უმთავრეს და ყველაზე მტკივნეულ პრობლემას ჩვენი ქვეყნისთვის. ევროპის შუაგულში მსგავსი ღონისძიებების ჩატარებით ყველას შევახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, რაც ევროპის უსაფრთხოებისთვისაც გამოწვევას წარმოადგენს. საქართველოს საელჩოში აფხაზეთის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნით, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას ალტერნატივა არ გააჩნია, თუმცა მისი მიღწევა საერთაშირისო პარტნიორების აქტიური ჩართულობის გარეშე ძალზედ რთულია,”- განაცხადა საქართველოს ელჩმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ლიტერატურული და კულტურული ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების მარინა თამლიანი-გამისონიას, თეა შამუგიას, გიორგი შენგელიას, ელდარ ქავშბაია და დავით ტაბაღუას ნახატები. საღამოს ფარგლებში, ასევე მოეწყო დიზაინერ თეა გუნთაიშვილის თოჯინების და კომპანია „მარიგოლდი“-ს გათანამედროვებული ეროვნული სამოსის გამოფენა. აგრეთვე, ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებმა პოეტმა, მერი პაპუნაშვილმა მოწვეული სტუმრებისთვის საკუთარი ლექსები წაიკითხა.

საღამო მუსიკალურად გააფორმეს ხელოვნების სკოლა “აფხაზეთი 2”-ის აღსაზრდელებმა და ანსამბლ “რუსთავის” სოლისტმა, გიორგი ალექსანდრიამ.


ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე დოსითეოსმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, ასევე სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ხონელიძემ, მწერალმა გურამ ოდიშარიამ და სხვა სპეციალურად მიწვეულმა სტუმრებმა. პროექტის საზეიმო გახსნაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა