გორთან დღეს მომხდარ ავტოავარიას ერთი მგზავრი ემსხვერპლა, ხოლო 5 დაშავდა.
თბილისიდან ქუთაისში მიმავალი სამარშრუტო ტაქსი გაჩერებულ სატვირთო მანქანას დაეჯახა.
ერთი მგზავრი გორის საავამდყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ექიმების განმარტებით, ერთი დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ორს - გადაუდებელი ოპერაცია უტარდება, ხოლო ორი მგზავრი ამბულატორიულ მკურნალობას გადის.
დაშავებულებს შორისაა ერთი მცირეწლოვანი ბავშვი.

















