პარლამენტის ბიუროს სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს წევრებს
განსახილველი საკითხები და ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო. ინიციატივებთან დაკავშირებით, ბიურომ წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ახალი საკანონმდებლო ინიციატივები „საქართველო-ჰონკ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმებას და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ ვრცელ საკანონმდებლო პაკეტს წარმოადგენდა.
სხდომის დასასრულს ბიუროს წევრები საორგანიზაციო საკითხებსაც გაეცნენ.

















