logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რომან კაკულია: მსოფლიო ბანკის დასკვნა სინამდვილეს შეესაბამება, რადგან ქვეყანაში სისტემური კორუფცია არ არის
რომან კაკულია: მსოფლიო ბანკის დასკვნა სინამდვილეს შეესაბამება, რადგან ქვეყანაში სისტემური კორუფცია არ არის
17:20 08.10.2018
პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, მსოფლიო ბანკის დასკვნა, სადაც საუბარია, რომ კორუფციის კონტროლითა და მმართველობის ეფექტიანობით საქართველომ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, სინამდვილეს შეესაბამება და მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი აღქმა საზოგადოებასაც ჰქონდეს.

როგორც ჟურნალისტებს კაკულიამ განუცხადა, მსოფლიო ბანკის განმარტება ყოველთვის გარკვეულ კრიტერიუმებს ეფუძნება.

„რამდენიმე კრიტერიუმია და დასკვნას აქედან გამომდინარე აკეთებენ და არა – ზედაპირულად. ოპონენტების მოსაზრებას ვერ გავიზიარებ, რომ ქვეყანაში სისტემური კორუფცია არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ბანკის მსგავსი აღქმა საზოგადოებასაც ჰქონდეს.

სამწუხაროდ, საზოგადოების აღქმის ფორმაში სხვადასხვა ინფორმაცია ფიგურირებს, რომელიც დომინირებს და საზოგადოების აღქმას აყალიბებს. ხშირად, რეალობასა და აღქმას შორის შეიძლება აცდენა იყოს, თუმცა საზოგადოებას ვერ დავავალდებულებ, უნდა თუ არა, ყველა კომპეტენტური წყარო შეისწავლოს და თავისი პოზიცია შემდეგ ჩამოიყალიბოს.

მსოფლიო ბანკის დასკვნა მნიშვნელოვანია, სინამდვილეს შეესაბამება, რადგან ქვეყანაში სისტემური კორუფცია არ არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კორუფციის შემთხვევები არ გვაქვს, რასაც ყურადღების მიქცევა სჭირდება და ხელისუფლების მხრიდან აქცენტის გაკეთება იმდენად უნდა, რომ ეს აღქმა საზოგადოებაშიც ჩამოყალიბდეს. ეს იქნება ყველაზე დიდი მიღწევა ამ დასკვნასთან ერთად”, – განაცხადა კაკულიამ.

მსოფლიო ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ მიხედვით, კორუფციის კონტროლითა და მმართველობის ეფექტიანობით საქართველომ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

კერძოდ, კორუფციის კონტროლის მხრივ 100%-იან შკალაზე საქართველოს ქულა 77,40%-ს გაუტოლდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია.

საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიხედვით ლიდერ ქვეყნებს შორის მოხვდა და ამ მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს, როგორებიც არის მალტა, პოლონეთი, ჩეხეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესპანეთი, სლოვაკეთი, იტალია, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი და ბულგარეთი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა