logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით სერგეენკო: მჯერა, სალომე ზურაბიშვილი საუკეთესო პრეზიდენტი იქნება
დავით სერგეენკო: მჯერა, სალომე ზურაბიშვილი საუკეთესო პრეზიდენტი იქნება
14:13 08.10.2018
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო სიღნაღში ამომრჩევლებს შეხვდა და მათ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ჩემი ჩამოსვლის მიზანი არის ის, რომ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი უდიდესი პატივისცემა თითოეულ თქვენთაგანს, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ის, რომ არცერთი თქვენთაგანის ტკივილი თუ გაჭირვება არ რჩება ჩვენს გვერდით, ასე არ ხდება, შეიძლება ყველაფერს ერთბაშად ვერ ვერევით, მაგრამ, დამერწმუნეთ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაღაც ტკივა და ეს ტკივილი ჩვენთვის სულერთია და არაფერს არ ვაკეთებთ ამის გამოსასწორებლად.
რაც შეეხება შეხვედრის მთავარ მიზანს, მომავალ არჩევნებს, 28-ში საქართველოს მოსახლეობამ უნდა აირჩიოს საქართველოს პრეზიდენტი. მე, მჯერა და თითოეულ თვენთაგანს გაქვთ ისეთი გამოცდილება, რომელიც უტყუარ არჩევანს გაგაკეთებინებთ. მე, არაფერს არ გთხოვთ. ერთადერთი, ალბათ ყველას ვთხოვ, რომ ყველა მივიდეს არჩევნებზე და გააკეთოს თავისი არჩევანი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ თქვენ არ შეგეშლებათ სწორად გაიგოთ ვინ რისთვის ცდილობს გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. ვის აქვს ღვარძლი, ძველი რაღაც მოუნელებელი, რევანშის სურვილი და ვის რეალურად უნდა თავის ქვეყნისთვის რაღაც გააკეთოს. მე, მჯერა, გულწრფელად მჯერა ამას რომ ვამბობ თითეულ თვენთაგანს, არჩევანის გაკეთება არ შეგეშლებათ. მე, მინდა ვთქვა მოკლე ისტორია, სულ რამოდენიმე თვის წინ ასე მოხდა, რომ პირველად მომიწია ლევილში ყოფნა, ლევილის მამულში და ლევილის სასაფლაოზე, საფრანგეთის საელჩოს თანამშრომელი არაჩვეულებრივად გვიხsნიდა იმ ისტორიას, იცოდა თითოეული ადამიანის ბედი, თითოეული ადამიანის განვლილი ცხოვრება, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ, იქ მუშაობდნენ და შემდგომში განისვენებენ ლევილის სასაფლაოზე და გულწრფელად გეუბნებით, რომ მაინცდამაინც დიდად, როგორ გითხრათ, ემოციური არ ვარ, მაგრამ იქ ძალიან დავიტვირთე ამ ემოციით რომ ვუყურებდი იმ ადამიანების საფლავებს, რომლებმაც დატოვეს საქართველო და მთელი ცხოვრება ოცნებობდნენ და იღვწოდნენ იმისათვის, რომ საქართველო კვლავ დამოუკიდებელი გამხდარიყო და მათ შეძლებოდათ საქართველოში, დამოუკიდებელ საქართველოში დაბრუნება. სამწუხაროდ, იმ ადამიანებმა, ვინც იქ განისვენებენ, ამის გაკეთება ვერ შესძლეს, მაგრამ მე, მართალი გითხრათ, ემოციურად ძალიან მიხარია, რომ ქალბატონმა სალომემ, რომელიც შთამომავალი არის იმ დიდებული ადამიანების, შეძლო არამარტო ჩამოსულიყო დამოუკიდებელ საქართველოში, არამედ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაეკეთებინა თავისი ქვეყნისთვის და არცერთი ნაბიჯი, არცერთი კომპრომის არ გაუკეთებია იმისთვის, რომ ებრძოლა უსამართლობისთვის და ებრძოლა თავისი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის. მე, მჯერა, ნამდვილად მჯერა, რომ ქალბატონი სალომე იქნება საუკეთესო პრეზიდენტი და მინდა ვუსურვო მას წარმატებები“-განაცხადა სერგეენკომ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა