logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს საპრეზიდენტო არჩვენებს, რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, მან შეიძლება მეორე ადგილიც ვერ დაიკავოს
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს საპრეზიდენტო არჩვენებს, რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, მან შეიძლება მეორე ადგილიც ვერ დაიკავოს
13:47 08.10.2018
„ყველა პარტია ატარებს თავის შიდა კვლევებს, ჩვენც გვაქვს ჩვენი შიდა კვლევები და ზუსტად ამ კვლევებზე დაყრდნობით განვაცხადე მე დღეს, რომ სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს საპრეზიდენტო არჩვენებს, რაც არავისთვის არ არის სიურპრიზი. რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, მან შეიძლება მეორე ადგილიც ვერ დაიკავოს ამ არჩევნებში.“ - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ეს არის დღვანდელი მდგომარეობა, არასაც ადასტურებს შიდა კვლევები.

„ჩვენ არცერთხელ არ გვიკადრებია საზოგადოებისთვის ჩვენი შიდა კვლევების გარეთ გამოტანა, რაც გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ე.წ. Edison Research-ის კვლევების საშუალებით. ეს არის რეალური სურათი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს ამ არჩევნებს, რაც საზოგადოებისთვის არ არის გასაკვირი და ყველასთვის ბუნებრივი მოვლენაა. რაც შეეხება ვაშაძეს, ეს არის ბოლოდროინდელი ტენდენცია, ის შეიძლება მეორე ადგილზეც ვერ გავიდეს ამ არჩევნებში და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ დარწმუნებული ვარ, ამას უკავშირდება ის ისტერიული ფონი, რომელ ფონზეც გააკეთა ნიკა გვარამიამ ეს ფაშისტური განცხადება.

შეკითხვაზე, რატომ არ ასაჯაროვებს „ქართული ოცნება“ შიდა კვლევებს, ირაკლი კობახიძემ უპასუხა:

„როდესაც პოლიტიკური პარტია ატარებს თავის შიდა კვლევას, ბუნებრივია, ეს არის პარტიის კვლევა და შესაბამისად, ამის საზოგადოებისთვის წარმოჩენა ნიშნავს იმას, რომ შენ შენს შიდა სამზარეულოს გაიტან გარეთ, რაც არ არის სწორი და ბუნებრივია, ნდობა ვერ იქნება პარტიული კვლევის მიმართ მაღალი და ამიტომ არ არის Edison Research-ის კვლევის მიმართაც ნდობა მაღალი, იმიტომ, რომ ყველამ იცის, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევა. ყველა პარტიამ თავის შიდა კვლევა უნდა შეინახოს თავისთვის. ეს შიდა კვლევები ტარდება იმისთვის, რომ ჩვენ სწორად დავგეგმოთ საარჩევნო კამპანია. სწორად გავაკეთოთ საჯარო განცხადებები. ჩვენ ვიცით რა შედეგს ველოდებით ამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, ვიცით დაახლოებით როგორ გადანაწილდება მეორე მესამე ადგილები და სერიოზული რისკი აქვს ნიკა გვარამიას და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს იმისა, რომ ის ვერ გავა საერთოდ მეორე ადგილზე და ეს ქმნის იმ ისტერიულ ფონს, რა ფონზეც გაკეთდა ნიკა გვარამიას განცხადება “ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა