logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რატი იონათამიშვილი: ირაკლი კობახიძის შეფასებები იყო ზუსტი, დროული და პასუხი იმისა, რომ არ შეიძლება ორმაგი სტანდარტით მოქმედება
რატი იონათამიშვილი: ირაკლი კობახიძის შეფასებები იყო ზუსტი, დროული და პასუხი იმისა, რომ არ შეიძლება ორმაგი სტანდარტით მოქმედება
13:43 08.10.2018
პარლამენტის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებები „რუსთავი2“-ის დირექტორის, ნიკა გვარამიასა და არასამთავრობო ორანიზაციებთან დაკავშირებით ზუსტი და დროული იყო.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიამ საკუთარი ფეისბუქ-პოსტით, საზოგადოებას სიძულვილის ენით მიმართა და უფლებადამცველებს ამ ქმედებაზე საპასუხო რეაქცია უნდა მოეხდინათ.

„თითოეულ ჩვენგანს ერთი საერთო პასუხისმგებლობა და მიზანი გვაერთიანებს - ეს არის ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღე. ამის მისაღწევად ძლიერი და ეფექტური გადაწყვეტიელბის მიღების გარდა სხვა ვალდებულებაც გაგვაჩნია - დავაკვირდეთ და შევაფასოთ ნებმისმიერი ისეთი მოვლენა და პოზიცია, რაც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხდება.

ერთია, რომ არ შეიძლება თუნდაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ მთლიანად სამოქალაქო სექტორის სახელით ილაპარაკოს, რადგან ეს მანდატი რეიტინგით დგინდება, საზოგადოების მხრიდან ნდობის მაღალი ხარისხით და არა გრანტების მოცულობით; მეორე კი, ვფიქრობ, დანაშაულია, როცა არასამთავრობო ორგანიზაციების და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის პოზიცია, შეფასებები, საქმიანობა ერთმანეთთან უნისონში მოდის, ხშირად ატარებს ორმაგი სტანდარტის ხასიათს და ფაქტობრივად, ერთ მთლიან პოლიტიკურ დღის წესრიგს წარმოადგენს.

პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი შეფასებები იყო ზუსტი, დროული და პასუხი იმისა, რომ არ შეიძლება ორმაგი სტანდარტით მოქმედება. ფაშიზმია, როცა ყოფილი გენპროკურორი ნიკა გვარამია, რომელიც მენტალურად ისევ წარსულში რჩება, საჯაროდ ემუქრება ყველას, ვინც მისი პარტიის მხარდამჭერი არ არის, საზოგადოებას სიძულვილის ენით მიმართავს და საკუთარ მხარდამჭერებს მასობრივი აგრესიისკენ მოუწოდებს. ამ ფაშიზმის ნაწილია, როცა შენ, ვისაც უფლებადამცველის ამბიცია გაქვს, არ ახდენ მის შეფასებებს, რითაც ამ მოწოდების თანამზრახველი ხდები. გვარამია ვიცით ვინც არის, რას წარმოადგენს და არც ის გვიკვირს, რატომ არის ფაშისტურ ისტერიაში და აგონიაში ჩავარდნილი დღეს, მაგრამ სამოქალაქო სექტორის წარმოამდგენლებს არ აქვთ უფლება მსგავს მოწოდებებს მშვიდად რომ შეხვდნენ.

ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ძლიერი და დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორი სჭირდება და არა ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგზე მორგებული ორგანიზაციების ერთობლიობა. შეიძლება ის ყოველთვის არ იყოს ობიექტური, რადგან ადამიანის უფლებების დაცვა არ არსებობს სუბიექტურობის გარეშე, მაგრამ ეს სუბიექტურობა უნდა ემსახურებოდეს ისევ ჩვენს ხალხს, ქვეყანას და არა პოლიტიკურ პარტიებს,“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა