logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სალომე ზურაბიშვილი: განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს
სალომე ზურაბიშვილი: განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს
13:39 08.10.2018
“მე საპრეზიდენტო ადმინისტრაციაში მეყოლება განათლების სფეროს საუკეთესო ექსპერტები, მათ მოგვიანებით გაგაცნობთ”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა თელავში, ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ის თვლის, რომ აღნიშნული დარგი პრიორიტეტული უნდა იყოს.

„განათლება არის, თემა რომელსაც ჯერ არსად შევხებივარ, არც ერთ ქალაქში, არც ერთ ადგილას, რადგან ძალიან ვუფრთხილდები. ეს არსი ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა და ვარჩიე, რომ აქ, თელავში გითხრათ რამდენად მნიშვნელოვანია განათლება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ხშირად საუბარია ეკონომიკაზე და ინვესტიციაზე, უცხოელ ინვესტორებზე და გაუთავებლად ამას ვატრიალებთ. ცხადია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე ძალიან კარგად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანისთვის დასაქმება, ოჯახის ფეხზე დადგომა და რომ ეს ეკონომიკის და განვითარების გარეშე არ ხდება. თუმცა იქ, სადაც განათლება არ არის, არც საზოგადოებაა, არც ეკონომიკა, არის მხოლოდ სხვა ქვეყნებიდან გადმოტანილი. თუ გვინდა ჩვენი განვითარება, ჩვენივე განათლება უნდა გვქონდეს. მიმდინარეობს განათლების ახალი რეფორმა და თავს ვიკავებ შეფასებისგან. უნდა ვთქვა აუცილებლად, რომ უნდა დაბრუნდეს გოგებაშვილის წიგნი სკოლაში. ეს არის ჩვენი განათლების საწყისი. მე თუ რამე ვიცი საქართველოზე, როდესაც ვკითხულობდი გოგებაშვილის წიგნიდან ჩემი საქართველო იყო ასო „მ“ -ზე , მუხა და ის მუხა, რომელსაც აქ ვხედავ. ეს წიგნი ძალიან ძლიერია მე დღესაც შენახული მაქვს ის.

განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს. მე საპრეზიდენტო ადმინისტრაციაში მეყოლება ამ დარგის საუკეთესო ექსპერტები, მათ მოგვიანებით გაგაცნობთ. მე მივყვები ამ რეფორმას კვალდაკვალ და თუ საკრიტიკო იქნება, თუ ისეთი არ იქნება, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, მაშინ ნამდვილად დამოუკიდებელი ვიქნები და არა რომელიმე მთავრობის გამგრძელებელი. თქვენთან ერთად, თქვენ მეტყვით, ვარგა თუ არა ეს ახალი რეფორმა”, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა