logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტის საქმიანობის გაძლიერების მიზნით აპარატის თანამშრომლების გადამზადების პროცესი მიმდინარეობს
პარლამენტის საქმიანობის გაძლიერების მიზნით აპარატის თანამშრომლების გადამზადების პროცესი მიმდინარეობს
13:44 06.10.2018
პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების და ახალი უნარ-ჩვევების შეძენის მიზნით, ორ სხვადასხვა თემატიკაზე, დღეს ტრენინგების კურსი ჩატარდა. ადამიანური რესურსების და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) ორგანიზებით, შეფასების სისტემის საკითხებზე გამართული ტრენინგი, პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ გახსნა.

აპარატის უფროსი ტრენინგის მონაწილეებს მიესალმა და შეფასების სისტემის, როგორც ერთიანი პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ამ ტრენინგს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. ტრენინგი შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ის პროცესები, რომელიც წელს კანონმდებლობით განისაზღვრა და რომლებსაც პირველად ვიწყებთ, მაქსიმალურად სწორედ ჩავატაროთ და რაც მთავარია, დაცული იყოს სამართლიანობის რეჟიმი, რათა თითოეული თანამშრომელი შეფასდეს იმ დამსახურებებით და საქმიანობით, რასაც ისინი ეწევიან. ადამიანური რესურსების და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ფაქტიურად მითითებები უნდა მისცეთ და დააკვალიანოთ ის მენეჯერები, რომლებსაც მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირების შეფასების ვალდებულება კანონმდებლობით აქვთ განსაზღვრული. შესაბამისად, ამ პროცესში თქვენ ჩართულობას და აქტიური მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა პარლამენტის აპარატის უფროსმა.

გივი მიქანაძე პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შიდა ტრენერთა გადამზადების ტრენინგს დაესწრო და პარლამენტის შიგნით, შიდა ტრენერთა გუნდის განვითარების მნიშვნელობა შეაფასა. მისი განცხადებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით, შიდა ტრენერთა გადამზადების მეორე ეტაპი იწყება, რაც პარლამენტს შიდა რესურსის უკეთ გამოყენების შესაძლებლობებს მისცემს. აპარატის უფროსმა შიდა ტრენერების მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათი რესურსის და ცოდნის გამოყენება არა მხოლოდ პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის, არამედ მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს და აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებისთვისაც იგეგმება.

„დღევანდელი საჭიროებები არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ თანამშრომლებით, რომლებიც პარლამენტის აპარატს წარმოადგენენ. მოგეხსენებათ, რომ 73 მაჟორიტარულ ერთეულში გახსნილია 95 ბიურო და მომავალ კვირიდან ბიუროს ხელმძღვანელთან შეხვედრების გამართვას ვიწყებთ. მათთან საუბრის ერთ-ერთ საკითხს კომიტეტის აპარატებში და დეპარტამენტებში ბიუროს თანამშრომლების პერიოდული სტაჟირება წარმოადგენს. შესაბამისად, ამ პროცესში შიდა ტრენერთა გუნდის ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სამუშაო ბევრია, მიზნები და პასუხისმგებლობა საკმაოდ მაღალია და ამაში თქვენი ჩართულობა და მონაწილეობა ძალიან ღირებულია“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა