logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ ხულორდავა: რუსეთის სტრატეგიაა განაგრძოს რეგიონის დესტაბილიზაცია, რათა ამ გზით შეაჩეროს ჩვენი სვლა ნატოსა და ევროკავშირისკენ
თამარ ხულორდავა: რუსეთის სტრატეგიაა განაგრძოს რეგიონის დესტაბილიზაცია, რათა ამ გზით შეაჩეროს ჩვენი სვლა ნატოსა და ევროკავშირისკენ
13:23 06.10.2018
საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პლენარული სესია დღეს პანელური დისკუსიებით განახლდა. დისკუსიას შავი ზღვის უსაფრთხოების თემაზე ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი უძღვებოდა.



დისკუსიაში მონაწილეობდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა.



„მოხარული ვარ, რომ იდეა რომელიც ცოტა ხნის წინ დაიბადა ახლა უკვე რეალიზებულია და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, დავიწყოთ სამმხრივი დიალოგი რეგიონულ საკითხებზე; ვიმსჯელოთ, თუ როგორ გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს. პირველ რიგში, საუბარია უსაფრთხოებაზე. შავი ზღვის რეგიონი მრავალფეროვანია. უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ევროკავშირისკენ მიისწრაფვიან. ეს სივრცე აერთიანებს ასევე, ნატო-სა და ევროკაშირის წევრებს; აქვეა ე.წ. "სპილო ოთახში", რომელსაც ვერაფრით ააცილებ თვალს. ის რომ შავი ზღვის რეგიონი მოიცავს რუსეთს, ხელს უშლის ევროკავშირს ჰქონდეს და განახორციელოს ეფექტიანი და ქმედითი შავი ზღვის სტრატეგია. რუსეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომლის ინტერესია შეინარჩუნოს პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა რეგიონზე. მისი სტრატეგიაა განაგრძოს რეგიონის დესტაბილიზაცია და მუდმივად შეინარჩუნოს რეგიონში პრობლემები და კონფლიქტური მდგომარეობა, რათა ამ გზით შეაჩეროს ჩვენი სვლა ნატოსა და ევროკავშირისკენ“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.



მისივე თქმით, სწორედ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა რუსეთის აგრესიის წინა ხაზზე არიან. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, კონფლიქტების მუდმივი გაცოცხლებით და მუდმივი არსებობით ამ რეგიონის ნატოში მიღების პოლიტიკური ფსონი იზრდება.



„ეს არის რუსეთის ინტერესი, ხოლო ჩვენი ინტერესია გავაერთიანოთ ძალები, რადგან შავი ზღვის რეგიონი უნიკალურია და იძლევა ბევრ შესაძლებლობას. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები. ეს არის კარგი დასაწყისი და ჩვენ უნდა დავიწყოთ სტრატეგიულად ფიქრი, იმაზე თუ როგორ ვიმუშაოთ ერთად როგორც რეგიონმა“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.



მისი თქმით შავი ზღვის რეგიონი მნიშვნელოვანია ტრანსპორტის, ვაჭრობის და ენერგეტიკული რესურსების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. „ეს არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლის ირგვლივ შეიძლება გავერთიანდეთ. ევროკავშირის გლობალურ სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ შავი ზღვის უსაფრთხოებას აქვს პირდაპირი კავშირი ევროკავშირის უსაფრთხოებასთან. ეს განცხადების დონეზე აღიარებულია, მაგრამ ახლა საჭიროა შემდგომი ქმედებები. ევროკავშირისა და ნატოს მხრიდან, საჭიროა მეტი ჩართულობა და მონაწილეობა რეგიონის უსაფრთხოების და განვითარების უზრუნველყოფაში. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა, რომელიც ვერ მოხდება ცალკე აღებული რომელიმე ქვეყნის მცდელობით. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, გავაერთიანოთ ძალები და შესაძლებლობები. უნდა ვიმუშაოთ ევროკავშირთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ მივიღოთ ისეთი სტაბილურობა და მშვიდობა, რომელიც მოგვცემს განვითარების შესაძლებლობას. ჩვენი განვითარების საბოლოო მიზანი არის ევროკავშირის წევრობა. ევროკავშირის წევრობა საშუალებაა, რომ მივაღწიოთ იმ მიზნებს რომელიც აქვს საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას. ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა. სწორედ ამის საშუალებაა ევროკავშირი და ამიტომ არის ის ასეთი მიმზიდველი ჩვენი ქვეყნებისთვის“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.



მოლდოვას პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ეუგენ კარპოვმა შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობაზე და რეგიონის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა.



მისი განცხადებით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ ეს რეგიონი მუდმივი მილიტარიზაციის ტერიტორიად გადააქცია და სამხედრო ძალა, რომელიც განლაგებულია შავი ზღვის სანაპიროზე, წარმოადგენს მუდმივ საფრთხეს.



მოლდოვას პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რუსეთი განაგრძობს სამხედრო ძალების მშენებლობას, რასაც თავდაცვით ღონისძიებებს უწოდებს. მისივე თქმით, ამგვარი ნაბიჯების გამო საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მუდმივად ზარალდებიან.



ეუგენ კარპოვმა ისაუბრა რეგიონში რუსეთის ენერგოპოლიტიკასა და გაყინული კონფლიქტების გავლენაზე შავი ზღვის სანაპიროს უსაფრთხოებაზე.



მოლდოვას პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებები სრულიად ეწინააღმდეგება საერთაშორისო შეთანხმებებს და შესაბამისად, დასავლეთის ქვეყნები მტკიცედ ადგანან არაღიარების პოლიტიკას.



„ჩვენ კვლავაც გავაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას იმისათვის, რომ ამ სამეზობლო რეგიონში მშვიდობის მიღწევამ, საბოლოო ჯამში, სარგებელი მოუტანოს, მთლიანად, ევროპის კონტინენტს. ეს საკითხები ყველა ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული და ამიტომ საჭიროა, გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა დავიცვათ ქვეყნების სუვერენიტეტი. ჩვენ ენერგიულად უნდა შევუდგეთ მუშაობას არსებული კონფლიქტების გადაჭრასთან დაკავშირებით. დასავლეთელი პარტნიორების დახმარებით, ჩვენ ვცდილობთ, რომ უსაფრთხოების საკითხები არსებულ რეალობას მოვარგოთ“,-განაცხადა ეუგენ კარპოვმა.



უკრაინის რადას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჰანა ჰოპკოს განცხადებით, რუსეთმა გააფართოვა მილიტარიზაცია როგორც შავი ზღვის სანაპიროზე, ასევე აზოვის ზღვაზე, რაც ქვეყნის ოკუპაციის ერთ-ერთი ფორმა - მისი ეკონომიკური ბლოკადაა. მისივე თქმით, ამ ინსტრუმენტის გამოყენება მუდმივად ხდება უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ საპარლამენტო დ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.



„ეს ძირს უთხრის ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ქმნის საფრთხეებს მთელს რეგიონში“,-აღნიშნა ჰანა ჰოპკომ.

მისივე თქმით, მთავარია, რომ რუსეთი ერთხმად აღიარებული იქნას როგორც საოკუპაციო ძალა და პასუხი მოეთხოვოს იმისთვის, რომ მოახდინა როგორც ყირიმის, ასევე უკრაინის სხვა ტერიტორიების ოკუპაცია.



ჰანა ჰოპკომ აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი საკუთარი სამხედრო ძალები მნიშვნელოვნად გაზარდა და გააძლიერა, რაც ემუქრება არა მხოლოდ შავი ზღვის აუზის ქვეყნებს, არამედ ნატოს წევრ ყველა ქვეყანას.



უკრაინის რადას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით მნიშვნელოვანია, რომ მტკიცედ გაგრძელდეს არაღიარების პოლიტიკა. მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ წარმოებულ პროპაგანდისტულ ომზე, ამ გამოწვევასთან ბრძოლაში პარტნიორი ქვეყნების როლზე და საერთო გამოწვევებთან გამკლავებაში საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მნიშვნელობაზე.



„როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები, ცდილობენ, წინ აღუდგნენ რუსულ პროპაგანდას და იმ დეზინფორმაციას, რომელსაც რუსეთი ავრცელებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.



ჩვენი საპარლამენტთაშორისო ასამბლეა უნდა გააქტიურდეს, იყოს ძალიან ქმედითი იარაღი იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი არც თუ ისე დიდი ხნის წინ აღიარებული დამოუკიდებლობა და თავისუფლება და წინ აღვუდგეთ რუსეთის ზეწოლას“,-განაცხადა ჰანა ჰოპკომ.

ევროპის პარლამენტის წევრმა, მაიკლ გელერმა თავის გამოსვლაში ისაუბრა უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე რეგიონის ქვეყნების მიმართ და ევროკავშირის მხარდაჭერაზე შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების მისწრაფების მიმართ.

„ჩვენ შევეცდებით, მხარი დავუჭიროთ თქვენს ერთობლივ საქმიანობას და ეს იქნება ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა. ჩვენი კომპანიების შემოსვლა თქვენს რეგიონში და ინვესტიციების განხორცილება აძლიერებს ჩვენს ინტერესსაც, რომ თქვენ იყოთ უსაფრთხოდ. ეს ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ეკონომიკის განვითარებას და ხალხების დაახლოებას, არამედ იმასაც, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის აქტუალური გავხდებით“,-განაცხადა ევროპის პარლამენტის წევრმა.



მომხსენებლების გამოსვლების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა