logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სალომე ზურაბიშვილი: გასაკვირი არ არის, რომ რუსული პიარი ღიად არის ჩართული ჩემ წინააღმდეგ
სალომე ზურაბიშვილი: გასაკვირი არ არის, რომ რუსული პიარი ღიად არის ჩართული ჩემ წინააღმდეგ
00:24 06.10.2018
გასაკვირი არ არის, რომ რუსული პიარი ღიად არის ჩართული ჩემ წინააღმდეგ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის თეატრში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ცნობილია, ვინ არის ქვეყნის მტერი და ამასთან, მტერია ყველა ის ადამიანი, ვინც ქვეყნის დასუსტებას ცდილობს.

„სტაბილიზაცია, დამშვიდება, გაერთიანება – ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება ყველაზე მეტად დღეს. ეს არის ის, რისთვისაც გადავწყვიტე ვიყარო კენჭი პრეზიდენტობაზე და ის არის, რაც ყველაზე ნაკლებად აწყობს მტერს.

მტერი არის ძალიან კონკრეტული და ყველამ ვიცით, ვინ არის, მაგრამ მტერი არის ასევე ყველა ის, ვინც ამით სარგებლობს, რომ ქვეყანა დაასუსტოს, დაშალოს და არ მოგცეს ის გასაქანი, რომელიც გვჭირდება, რომ განვითარების გზაზე ვიაროთ უფრო სწრაფად, ენერგიულად და უფრო შედეგიანად.

არ არის გასაკვირი და შემთხვევითობა, რომ პირდაპირ რუსული პიარი ოფიციალურად და ღიად არის ჩართული ჩემს საწინააღმდეგო პიარში. როგორც წარსულში, რუსეთის სამსახურებს დღესაც ძალიან კარგად ესმით, დიდი ხნის შესწავლილი აქვთ ქართული ცნობიერება და იციან, რას უნდა დაარტყან, რას უნდა უმიზნონ. უმიზნებენ რას – სამ მცნებას: მამული, ენა, სარწმუნოება. სამივეში ბრალს მდებენ. ამიტომ, ეს არ არის შემთხვევითობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, არსებული აგრესიის მიზანი დაპირისპირების გამოწვევაა.

„ეს ყველაფერი გავიგეთ, ვიცით. ახლა აქედან უნდა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, რადგან მთავარი მიზეზი ამ აგრესიისა და ძალადობისა არის სწორედ, რომ დავრჩეთ ამ ძალადობაში, დაპირისპირებაში, რომ ვუპასუხოთ. ერთი, რომ, ნერვიულობაში ვიყოთ ჩაძირული და გადავიდეთ კითხვა-პასუხში, ქიშპობასა და ბრძოლაში – სიტყვიერი იქნება, თუ სხვა ფორმით. ეს არის ჩვენი გზიდან გადასვლა, რაც არ უნდა დავუშვათ. მე მოვდივარ არა იმისთვის, რომ ვიღაცასთან შიგნით დავიწყო ბრძოლა, მოვდივარ პირიქით, ახალი ხედვით, რათა დასრულდეს მართლა ამ ქვეყანაში და თუ მეტი ვერაფერი შევძელი, ეს მაინც უნდა შევძლო, რომ გადავიდეთ ახალ პოლიტიკურ კულტურაზე, ახალ ხედვასა და ურთიერთობებზე და შევქმნათ ის ქვეყანა, რომელიც მართლა უნდა იყოს 21-ე საუკუნის ქვეყანა და არა სადღაც გაჩერებული, გაჭედილი საბჭოთა, პოსტსაბჭოთა და 21-ე საუკუნეს შორის და არ ვიცით, როგორ მოვირგოთ ეს 21-ე საუკუნე, რადგან არ ვართ შესული გამბედაობით, არ ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენი ადგილი იქ არის. ჩვენი ადგილი იქ არის, თუ წარსულს უკან დავტოვებთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა