logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სალომე ზურაბიშვილი: გავალ ქვეყნის გარეთ, მაგრამ უფრო ხშირად გამოვალ თქვენთან, თბილისსა და რეგიონებში
სალომე ზურაბიშვილი: გავალ ქვეყნის გარეთ, მაგრამ უფრო ხშირად გამოვალ თქვენთან, თბილისსა და რეგიონებში
00:08 06.10.2018
გავალ ქვეყნის გარეთ, მაგრამ უფრო ხშირად გამოვალ თქვენთან, თბილისსა და რეგიონებში, – ასე მიმართა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის თეატრში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე შეკრებილებს. მისი თქმით, სურს ძალიან ახლო ურთიერთობა საზოგადოებასთან.

„ვიქნები ევროპის შემომტანი ქვეყანაში და არა მხოლოდ იმის ლოდინში, თუ როდის მიგვიღებენ ევროკავშირში, რაც უთოდ მოხდება. ქვეყანაში უნდა დავიწყოთ იმ სტანდარტების შემოტანა, რომელიც გახდის ისეთი დონის ქვეყანას, როგორიცაა ევროპის სხვა ქვეყნები და რისთვისაც ჩვენი მოქალაქეები მიდიან, რათა ნახონ ის კომფორტი, სტანდარტები, უსაფრთხოება და დაცულობა, რაც აქ გვინდა. ამიტომ, ამაზე უნდა ვიმუშაოთ უფრო აქტიურად, სწრაფად, პარლამენტთან, მთავრობასთან, საზოგადოებასთან – ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს გადმოვიტანოთ და აღარ დაველოდოთ რაღაცებს.

ამასთან, გარეთ იმაზეც უნდა ვიმუშაოთ, რომ სწორედ ევროკავშირის დაახლოება მოხდეს უფრო სწრაფად და მოვითხოვოთ მათთან მოლაპარაკებებში ცოტა მეტი, რასაც ვითხოვთ. ეს ნიშნავს, რომ ძალიან კონკრეტულად უნდა ვიცოდეთ, რა გვჭირდება. ამიტომ, მჭირდება მე თქვენთან ძალიან ახლო ურთიერთობა. მათგან კარგად უნდა ვიცოდეთ, რა როგორ შეიძლება ვითხოვოთ, თუ როგორ უნდა ვითხოვოთ, ამაზე მკითხეთ მე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ახალი იდეებითა და ინოვაციებით უნდა წავიდეს ქვეყანა წინ.

„მე არ ვიქნები ზეპრეზიდენტი, არც ვიქნები, ვერც ვიქნები, არც ვაპირებ და არც არის ჩემს ხასიათშია, თუმცა ჯიუტი, ამბობენ. ვერ ვიქნები ის ზეპრეზიდენტი, როგორც ზოგჯერ ითხოვენ ქვეყანაში რომ გავდივარ და მით უმეტეს, რეგიონებში რომ არის მოლოდინი – მოვა მხსნელი, მოვა ის, ვინც გვეტყვის, რომ ყველაფერი გვეშველება. არც არაფერი გვეშველება, თუ არ ვუშველით ჩვენს თავს. იმისთვის ვიქნები თქვენი პრეზიდენტი, რომ ერთად ვუშველოთ.

მე მექნება ინიციატივები, მოსაზრებები, რადგან 66-ს 5 რომ მოვაკლოთ, 61 წელია, რაც ვფიქრობ იმაზე, რა სჭირდება ამ ქვეყანას და თქვენც ასევე, არ ვარ ერთადერთი. ვიცი, რომ თითოეული ქართველი ყოველდღე ფიქრობს, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ქვეყანა გაძლიერდეს. ამაზე ერთად ვიმუშაოთ. თქვენ რაც იფიქრეთ, მე რაც ვიფიქრე და რა მოცემულობაც არის დღევანდელ მსოფლიოში, ახალი იდეები, ინოვაციები, ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ, ამით წავალთ წინ.

არ ვიქნები სასახლეში მჯდომი პრეზიდენტი. გავალ ქვეყნის გარეთ, მაგრამ უფრო ხშირად გამოვალ თქვენთან. თბილისსა და რეგიონებში უკვე დავპირდი. ორჯერ მოვიარე თითქმის მთლიანად მთელი ქვეყანა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული ეს მარათონი. ყველგან ვპირდები, რომ ჩამოვალ არჩევნების შემდეგ, რადგან ეს დიალოგი და მოსმენა მაშინ ხდება, როდესაც იქნება სხვა ფორმის შეხვედრები და არა ის, რაც ხდება დღეს – სადაც მისმენთ, მაგრამ მე ვერ გისმენთ. 29 ოქტომბრიდან მე თქვენ მოგისმენთ.

ამ ყველაფრისთვის მოვდივარ როგორც თქვენი მომავალი პრეზიდენტი. მთავარია, რომ მინდა, რადგან მთელი ცხოვრება და ჩემი მშობლები მოვდიოდით იმ იმედით, რომ ეს ქვეყანა ძლიერია, დამოუკიდებელი იქნება და უნდა გავაძლიეროთ, უნდა გვწამდეს ამ ქვეყნის. არ უნდა ვფიქრობდეთ ყოველდღიურად – ვაიმე, პატარა ვართ, მხოლოდ 3 მლნ 700, ჩვენს ირგვლივ ასეთი ძლიერი იმპერიებია და მსოფლიო, სადაც გლობალიზაციაა, რა გვეშველება გლობალიზაციის პირობებში, ჩვენი ენა, იდენტობა, როგორ უნდა გავაღწიოთ და როგორ უნდა გავძლიერდეთ. ეს დამოკიდებულია ჩვენს რწმენაზე. ჩვენი თავის თუ არ გვწამს და არ გვჯერა, სხვა არავინ დაიჯერებს. მაშინ ყველა მტერი ჩვენზე ძლიერი იქნება. თუ დავიჯერებთ, რომ ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია და გარედან დანახული საქართველო არის იმ 10%-ში ქვეყნებისა, რომელსაც აქვთ ძალიან დიდი რესურსი, ნიჭი, ბევრი საშუალება და პოტენციალი, ამიტომ უნდა გვჯეროდეს ჩვენი, გვჯეროდეს ჩვენი მომავლის და ერთად საქართველოსთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა