logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა შეხვედრა გაიმართა
ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა შეხვედრა გაიმართა
21:32 05.10.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო ქ. ბრიუსელში გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა შეხვედრაში. აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა წარმოადგენდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალის მოსამზადებელ შეხვედრას, რომელიც 2018 წლის 15 ოქტომბერს, ქ. ლუქსემბურგშია დაგეგმილი.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2017 წლის 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე, 2020 წლისთვის 20 შედეგის შესრულების პროცესზე. ამასთან, მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ 2019 წელს აღინიშნება “აღმოსავლეთ პარტნიორობის” 10 წლისთავი და აღნიშნულ კონტექსტში განიხილეს შესაძლო ღონისძიებები, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად.

შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ ხაზგასმით აღინიშნა, რომ „20 შედეგი 2020 წლისთვის“ სრულად ეხმიანება საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებს. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში მიღწეულ პროგრესზე, როგორიც არის გამჭვირვალობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებების განმტკიცება, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და სხვა.

„20 შედეგი 2020 წლისთვის“ გეგმის მნიშვნელოვან მიღწევად დასახელებულ იქნა მიმდინარე წლის 4 სექტემბერს საქართველოში ევროპული სკოლის გახსნა, რომელიც ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ ყველა ქვეყნის სტუდენტებს სთავაზობს ევროპულ სტანდარტებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული განათლების მიღებას.

მინისტრის მოადგილემ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ ფორმატში აქტიურ ჩართულობასთან ერთად ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ორმხრივი ურთიერთობის დინამიკაზე, მათ შორის ხაზი გაუსვა ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების, ევროკავშირთან უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის უმაღლესი დონის ახალი ფორმატის მნიშვნელობას.

ქართული მხარის მიერ ხაზი გაესვა საქართველოს მისწრაფებას, მოახდინოს მეტი ინტეგრაცია ევროკავშირში. ამ კონტექსტში, ვ. მახარობლიშვილმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაზე, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციას, რაც ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის.

შეხვედრაზე მონაწილეების მხრიდან ხაზი გაესვა ევროკავშირის მიერ შემუშავებული დოკუმენტით „20 შედეგი 2020 წლისთვის“ გათვალისწინებულ კონკრეტულ გეგმებსა და ინიციატივებზე ხელშესახები პროგრესის მიღწევის მნიშვნელობას. ამასთანავე, მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების მიერ დასახული მიზნებისა და მიღწეული შედეგების გათვალისწინებით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა