logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გუგული მაღრაძე: სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და უსაფრთხოებაში ქალებს მნიშვნელოვანი როლი უნდა მიენიჭოს
გუგული მაღრაძე: სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და უსაფრთხოებაში ქალებს მნიშვნელოვანი როლი უნდა მიენიჭოს
21:18 05.10.2018
საქართველოს პარლამენტის წევრებმა გუგული მაღრაძემ და ადა მარშანიამ უკრაინაში, კიევის გლობალური სამიტის „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და უსაფრთხოებაში ქალების როლს ეძღვნებოდა.

სამიტმა შეკრიბა სამშვიდობო მშენებლობასა და კონფლიქტის მოგვარების პროცესებში ჩართული ქალი-აქტივისტები როგორც უკრაინის ყველა რეგიონიდან, ასევე ამ მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ამ წარმომადგენლობით ფორუმში მონაწილეობას 700-მდე ადამიანი იღებდა.

ფორუმზე განიხილეს სხვადასხვა საკითხები, მათ შორის, ქალების როლი სამშვიდობო პროცესებში, კონფლიქტი უკრაინაში და მისი შედეგები, კონფლიქტის მოგვარების გზები და ამ მიმართულებით არსებული პრობლემები და სხვა.

თავის გამოსვლაში ადა მარშანიამ იმ რთულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელშიც განსაკუთრებით ნათესაურ კავშირში მყოფი აფხაზები და ქართველები აღმოჩნდნენ კონფლიქტისა და საომარი მოქმედებების დროს.

გუგული მაღრაძის განცხადებით, ფორუმის მონაწილეები დაინტერესდნენ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში იძულებით გადაადგილებული პირებთან დაკავშირებით შექმნილი სტრუქტურის საქმიანობით, რომლის ძალისხმევითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დევნილების მდგომარეობა. როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანი იქნება ამ მიმართულებით საქართველოს გამოცდილების გაზიარება. ფორუმზე განსაკუთრებით ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქალების მონაწილეობა აღმასრულებელ ხელისუფლებაში არის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისათვის, რომ ქალები რეალურად იყვნენ წარმოდგენილი სამშვიდობო პროცესებში.

გუგული მაღრაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ქალის იმ თვისებებსა და უნარებზე, რომლის მეშვეობითაც მათ შეუძლიათ განსაკუთრებული და აქტიური როლი შეასრულონ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებასა და, საერთოდ, მშვიდობის მშენებლობაში. ხაზგასმით იქნა აღნიშნული ის ფაქტიც, რომ დღევანდელ კონფლიქტებსა და საომარ მოქმედებებში უმეტესად იღუპებიან არა მეომრები, არამედ ქალები და ბავშვები.

„ჩემს გამოსვლაში ყურადღება გავამახვილე იმაზეც, რომ თუკი ქალი ყველაზე მეტად იჩაგრება საომარი მოქმედებებისა და კონფლიქტების დროს, მაშინ მას იმის უფლებაც აქვს, რომ წარმოდგენილი იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ როგორც უკრაინის, ისე საქართველოსა და ასევე მსოფლიოში არსებული კონფლიქტის მოგვარების პროცესში ქალები ნაკლებად არიან ჩართული. მიმაჩნია, რომ ეს ტრადიცია უნდა დავარღვიოთ“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

მისი თქმით, ქალების მთავარი იარაღი არის მშვიდობის პროპაგანდა, სამშვიდობო დემონსტრაციები, პეტიციები, გამოსვლები, რითაც ისინი მიიპყრობენ, როგორც თავიანთი ქვეყნების ხელისუფლებების, ისე მსოფლიო საზოგადოების ყურადღებას იმისთვის, რათა ერთობლივი ძალისხმევით გადაილახოს ხელისშემშლელი ფაქტორები და სამყარო გახდეს უფრო მშვიდობიანი, სადაც ყველა ადამიანისთვის განვითარების თანაბარი პირობები და შესაძლებლობები იქნება.

ფორუმმა მიიღო მიმართვები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, ასევე -რეზოლუცია შემდგომი აქტივობების შესახებ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა