პრეზიდენტმა საკუთარი გუნდის უპირატესობაზე პარლამენტში ისაუბრა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის გამოსვლა მოისმინა.
"მიმაჩნია, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს მართვის", – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტი ამჟამად, პარლამენტში პოლიტიკურ დებატებს ესწრება.

















