logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტო ასამბლეა იქნება შედეგზე ორიენტირებული და ამის გარანტიაა ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხების წინაშე
ირაკლი კობახიძე: საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტო ასამბლეა იქნება შედეგზე ორიენტირებული და ამის გარანტიაა ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხების წინაშე
21:06 05.10.2018
“ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს ძალიან სერიოზული ისტორიული ურთიერთობები, გვაქვს ისტორიული საფუძველი ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ თანამშრომლობისთვის მიგვეცა ინსტიტუციური ხასიათი. სწორედ ამას ემსახურება ერთობლივი ასამბლეის შექმნა“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წესდების ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, სამი ქვეყნის პარლამენტის სპიკერის ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.



„მოხარული ვართ, რომ დღეს საბოლოოდ გაფორმდა ჩვენი გადაწყვეტილება ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის შექმნის თაობაზე: საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პარლამენტებმა მიიღეს გადაწყვეტილება ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის დაფუძნების თაობაზე. ეს იდეა, დაახლოებით ერთი წლის წინ, ერთად განვიხილეთ, როდესაც სამი პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი შეხვედრა შედგა. მას შემდეგ გაიმართა არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა ჩვენი მონაწილეობით, სადაც, საბოლოო ჯამში, დამუშავდა ეს გადაწყვეტილება და დღეს, მოხარული ვართ, რომ თბილისი მასპინძლობს ღონისძიებას, სადაც საბოლოოდ ფორმდება საპარლამენტო ასამბლეის შექმნა და სადაც უკვე გაიმართება პირველი დისკუსიები ამ ფორმატში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ურთიერთობების გაღრმავებისთვის სამ ქვეყანას აქვს ისტორიული საფუძველი და მნიშვნელოვანი იყო თანამშრომლობისთვის ინსტიტუციური ხასიათის მიცემა. მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას საერთო მიზნები და გამოწვევები აქვთ.



„ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს ძალიან სერიოზული ისტორიული ურთიერთობები, გვაქვს ისტორიული საფუძველი ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ეს არის, ასევე, ისტორიული ურთიერთობები ჩვენს ხალხებს შორის და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამ თანამშრომლობისთვის მიგვეცა ინსტიტუციური ხასიათი. სწორედ ამას ემსახურება ერთობლივი ასამბლეის შექმნა. ჩვენ გვაქვს როგორც საერთო გამოწვევები, ასევე, საერთო მიზნები და ეს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ჩვენს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებას. ჩვენი საერთო გამოწვევები დაკავშირებულია, მათ შორის, რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემასთან. გვაქვს, ასევე, საერთო მიზანი და საერთო მიზანი, უპირველეს ყოვლისა, გახლავთ ჩვენი ქვეყნების განვითარება და ჩვენი ქვეყნებისთვის ევროპული მომავლის უზრუნველყოფა. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება სამ ქვეყანას შორის და ამას, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა დღეს მიღებული, ამას ხელს შეუწყობს ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის შექმნა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებს - ანდრიი პარუბის და ანდრიან კანდუს მადლობა გადაუხადა.



მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს - ანდრიი პარუბის, რომელმაც პირველად დაიწყო საუბარი ასეთი ტიპის ინსტიტუციური თანამშრომლობის ჩამოყალიბებაზე, მინდა, მადლობა გადავუხადო ანდრიან კანდუს, რომელიც თავიდანვე, ჩემს მსგავსად, ძალიან დიდი ენთუზიაზმით შეხვდა ამ ინიციატივას და საბოლოო ჯამში, სწორედ ამ ენთუზიაზმის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება ერთობლივი ასამბლეის დაფუძნების თაობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ძალიან მჭიდრო, შედეგზე ორიენტირებული და ამის გარანტია არის, რა თქმა უნდა, ისტორიული კავშირი ჩვენს ხალხებს შორის, ისტორიული მეგობრობა ჩვენს ქვეყნებს შორის და ამის გარანტია არის, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხების წინაშე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა