logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა მშვიდობაზე, თანამშრომლობასა და განვითარებაზეა ორიენტირებული
ირაკლი კობახიძე: საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა მშვიდობაზე, თანამშრომლობასა და განვითარებაზეა ორიენტირებული
20:59 05.10.2018
„შავი ზღვის რეგიონს აქვს სტრატეგიული მდებარეობა გეოგრაფიულად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად, უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამ რეგიონის მშვიდობიანი და მდგრადი განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპისა და შესაბამისად, საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურისთვის“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საინაუგურაციო პლენარულ სესიაზე განაცხადა.


სამი ქვეყნის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საინაუგურაციო პლენარული სესია დღეს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ასამბლეის მიზანი საერთაშორისო არენაზე, სხვადასხვა მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატში ჩვენი ქვეყნების ინტერესების ერთობლივად დაცვა და პოზიციების უკეთ კოორდინირებაა.

„მოხარულები ვართ, რომ ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის პირველი სხდომა სწორედ საქართველოში იმართება. ასამბლეის მიზანია საერთაშორისო არენაზე სხვადასხვა მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატში ჩვენი ქვეყნების ინტერესების ერთობლივად დაცვა და ჩვენი პოზიციების უკეთ კოორდინირება.

ჩვენ ვცდილობთ რომ ერთიანი ძალისხმევით მივაღწიოთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ევროკავშირის წევრობის პერსპექტივად გარდაქმნას. ამ მიზნით, ჩვენი ამოცანაა ერთმანეთისთვის დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული რეფორმების გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო და რეგიონულ გამოწვევებზე საპასუხოდ, ერთობლივი ძალისხმევის მობილიზება.

ეს წამოწყება არის მშვიდობაზე, თანამშრომლობასა და განვითარებაზე ორიენტირებული. მზად ვართ, მჭიდრო კავშირები დავამყაროთ ნებისმიერ ქვეყანასთან და ორგანიზაციასთან, რომელიც ამავე სულისკვეთებით არის გამსჭვალული და მოწადინებულია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისკენ“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ შავი ზღვის რეგიონის მშვიდობიანი და მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამივე ქვეყანა სრულად აცნობიერებს საკუთარ როლს რეგიონში და მზად არის მის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში წვლილის შესატანად.

„შავი ზღვის რეგიონს აქვს სტრატეგიული მდებარეობა გეოგრაფიულად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად, უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამ რეგიონის მშვიდობიანი და მდგრადი განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპისა და შესაბამისად, საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურისთვის.

ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ჩვენი ქვეყნების როლს ამ რეგიონში. განვლილი გამოცდილება ასევე აჩვენებს, რომ მზად ვართ, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს როლს და წვლილი შევიტანოთ რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას თანამშრომლობისა და ძალისხმევის კოორდინირების წარმატებული გამოცდილება უკვე გააჩნიათ და ეს გამოცდილება საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში დასავლეთისკენ სვლას და რეფორმების კოორდინირებას უნდა მოხმარდეს.

„ჩვენს ქვეყნებს, სუამ-ის ფარგლებში უკვე გააჩნიათ თანამშრომლობისა და ძალისხმევის კოორდინირების წარმატებული გამოცდილება. ამ ასამბლეაში ეს გამოცდილება ჩვენ დასავლეთისაკენ სვლას და რეფორმების კოორდინირებას უნდა მოვახმაროთ. თუმცა, რასაკვირველია ჩვენ ასევე გავაგრძელებთ თანამშრომლობას სუამ-ის ფორმატშიც.
ამისათვის ჩვენ ვატარებთ ფუნდამენტურ რეფორმებს სოციალურ-ეკონომიკური, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის, განათლების, მოქალაქეებზე ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და გაძლიერების, აგრეთვე სხვა მრავალი მიმართულებით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ „სხვა ვითარებაში ჩვენი ინდივიდუალური მცდელობები შესაძლოა საკმარისი ყოფილიყო ჩვენი ქვეყნების მოდერნიზებისა და საზოგადოებების დემოკრატიული გარდაქმნისთვის“.

ირაკლი კობახიძის თქმით, დღევანდელ ეპოქაში არიან ძალები, რომლებიც უსაფრთხოებისა და მშვიდობის ფუნდამენტს არყევენ და ჩვენი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას ძირს უთხრიან. თუმცა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დიდი გამოწვევების მიუხედავად, თანასწორობასა და სოლიდარობაზე დაფუძნებული, ადამიანზე ორიენტირებული დემოკრატიული სახელმწიფოების მშენებლობა კვლავ ენერგიულად გაგრძელდება.
„დღევანდელ ეპოქაში არიან ძალები, რომლებიც არყევენ უსაფრთხოებისა და მშვიდობის ფუნდამენტს, ძირს უთხრიან ჩვენი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, ხელს უწყობენ საზოგადოებებში დაძაბულობასა და დაპირისპირებას, ხელს უშლიან ჩვენს არჩევანს გავერთიანდეთ დასავლურ ინსტიტუტებში. ეს ხდება ტერიტორიების პირდაპირი ანექსიითა და ოკუპაციით, შანტაჟით, მუქარით, ძალადობისა და ტყუილების პროპაგანდით, ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელი და შეუფერებელი მეთოდებით.

არსებული რეგიონული გარემო არ ქმნის სასურველ პირობებს მტკივნეული რეფორმებისთვის. თუმცა, დიდი გამოწვევების მიუხედავად, საერთაშორისო მეგობრებისა და პარტნიორების დახმარებით, ჩვენ კვლავაც ენერგიულად გავაგრძელებთ თანასწორობასა და სოლიდარობაზე დაფუძნებული, ადამიანზე ორიენტირებული დემოკრატიული სახელმწიფოების მშენებლობას, რაც ევროპულ ოჯახში ჩვენი ქვეყნების სრულფასოვანი წევრობის საფუძველი იქნება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში იქნება ამ საკითხებზე საუბრისა და გამოწვევებთან გამკლავების ერთობლივი გზების დასახვის საშუალება. სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავების ერთადერთი ეფექტიანი გზა საერთაშორისო სოლიდარობა და ერთობლივი ძალისხმევაა.

„ორი დღის მანძილზე საშუალება გვექნება, ვისაუბროთ ამ საკითხებზე და დავსახოთ გამოწვევებთან გამკლავების ერთობლივი გზები. გვექნება შესაძლებლობა, უკეთ გავიცნოთ ჩვენი ქვეყნების შიდა პროცესები, რათა მივიღოთ სათანადო გადაწყვეტილებები. და ბოლოს, ეჭვგარეშეა რომ ასამბლეის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებებით ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ სამი ქვეყნის პარლამენტის წევრებს შორის ადამიანურ ურთიერთობებს, ნდობასა და მეგობრობას.

საერთაშორისო სოლიდარობა, ერთობლივი ძალისხმევა გვესახება თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავების ერთადერთ ეფექტიან გზად. შესაბამისად, ცხადია, ამ პროცესებში მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.

კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით საქართველოში ჩამობრძანებისთვის. დარწმუნებული ვარ ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეა დინამიურ და პროდუქტიულ პლატფორმად ჩამოყალიბდება“,-მიმართა დამსწრეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა