logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკა ბესელიამ გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმის მონაწილებს სიტყვით მიმართა
ეკა ბესელიამ გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმის მონაწილებს სიტყვით მიმართა
15:25 05.10.2018
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ეკა ბესელია გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმზე„ბიზნესმდგრადობა – 21-ე საუკუნის მთავარი ბიზნეს ღირებულება“ სიტყვით გამოვიდა.

„საკანონმდებლო ორგანოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს ძლიერი და მყარი საკანონმდებლო ბაზა იმისთვის, რომ ბიზნეს გარემო იყოს თავისუფალი, ბიზნესს ჰქონდეს განვითარების უფრო ახალი და მეტი სივრცე და ყველა წინაპირობა იყოს შექმნილი იმისთვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს წარმატება საერთაშორისო არენაზე. ამისთვის, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთკანონმდებლობას“-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტისთვის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, განსაკუთრებით პრიორიტეტულია იმ მაღალი სტანდარტების და ვალდებულებების დაცვა, რომელიც საქართველოს ევროპულ სივრცეში სწრაფი ინტეგრირების გარანტიაა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კანონმდებლობა იყოს რაც შეიძლება მაღალი სტანდარტის და პასუხობდეს იმ საერთაშორისო გამოწვევებს,რომელიც ქვეყანაში ქმნის ბიზნესის დაცულობის გარანტიას “-განაცხადა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 2018 წლის მონაცემებით, საერთაშორისო რეიტინგებში, ბიზნესის დაწყებისა და მცირე აქციონერთა უფლებების დაცვის კუთხით, საქართველო კიდევ უფრო დაწინაურდა და ლიდერ პოზიციებზეა.

ეკა ბესელიამ ფორუმის მონაწილეებს საკანონმდებლო ცვლილებები გააცნო საგადასახადო კოდექსში,მეწარმეთა შესახებ კანონში, ფასიანი ქაღალდის ბაზრის შესახებ და გადახდის უუნარობის საქმის წარმოების შესახებ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საგადასახადო კანონმდებლობის კუთხით იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელსაც მთავრობა ამზადებს.

„ჩვენ წინასწარი კონსულტაციები გავიარეთ და ეს ახალი ცვლილებები იქნება ახალი ჟანგბადი ბიზნესისთვის, ხელისუფლების ხედვა ემსახურება ერთ რამეს, რომ გარემო იყოს მაქსიმალურად დაცული“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სასამართლო რეფორმის გაგრძელება, რომელიც ასევე არის იმის საფუძველი, რომ ბიზნესს ჰქონდეს მაღალი დაცვის გარანტიები.

„ამ კუთხით ჩვენ ვმუშაობთ ახალ ცვლილებებზე. მათ შორის, ეს ეხება ბიზნესდავების გადაწყვეტის უფრო სწრაფ და ეფექტიან გზებს დაყადაღის დადების მექანიზმების გამოყენების უფრო მაღალ სტანდარტებს. ეს ყველაფერი მთლიანობაში ემსახურება იმას, რომბიზნესგარემოს ჰქონდეს გარანტიები კანონმდებლობის დონეზე. მეორეა უკვე აღსრულების საკითხი, რომელსაც ბუნებრივია, ძალიან დიდყურადღებას ვაქცევთ და პროცესს მონიტორინგს ვუწევთ სწორედ აღსრულების კუთხით“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის ერთ-ერთი თემატური პანელი აქალთა მონაწილეობის გაძლიერებას ეხება ეკონომიკური თვალსაზრისით.

„ეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ყოველთვის დავუჭერ მხარს იმ ინიციატივებს, რომელიც გააძლიერებს ქალთა მონაწილეობას ამ სფეროში იმიტომ, რომ ყველა კვლევის თანახმად, ეკონომიკური თვალსაზრისით ქალთა მეტი მონაწილოება სწორედ წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა“-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

„გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმში“ 300 დელეგატი მსოფლიო 15-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობს.


ფორუმი „საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა“ და „საქმიან ქალთა გაერთიანების“ ორგანიზებით იმართება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა