logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რატი იონათამიშვილი: სააკაშვილის უზნეო, ბინძური "რიმეიკები" ჩვენს ქვეყანაში ფეხს ვეღარასდროს მოიკიდებს
რატი იონათამიშვილი: სააკაშვილის უზნეო, ბინძური "რიმეიკები" ჩვენს ქვეყანაში ფეხს ვეღარასდროს მოიკიდებს
10:43 04.10.2018
ძალიან მალე, 28 ოქტომბერს, ზუსტად ჩვენი ხალხი იქნება, ვინც კიდევ ერთხელ მიგიჩენთ საკადრის ადგილს, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

როგორც იონათამიშვილმა განაცხადა, როგორი ილუზიაც არ უნდა შექმნან ოპონენტებმა, „სააკაშვილის ბინძური რიმეიკები“ საქართველოში ფეხს ვეღარასდროს მოიკიდებს.

„მე არ მიყვარს წარსულზე ლაპარაკი, რადგან მე ჩემი ქვეყნის მომავალზე ვარ ორიენტირებული, მაგრამ თქვენ ისე გენატრებათ ის დრო, რომ ყველაფრისთვის მზად ხართ, ოღონდ დაიბრუნოთ და დააბრუნოთ ჩვენი ქვეყანა იმ წარსულში, ამიტომ აუცილებლად უნდა გითხრათ - როგორი ილუზიაც არ უნდა შექმნათ, სააკაშვილის უზნეო, ბინძური რიმეიკები ვეღარასდროს მოიკიდებს ფეხს ჩვენს ქვეყანაში. კიდევ რომ ბედავთ, ჩვენი ხალხის სახელით ილაპარაკოთ. ძალიან მალე, 28 ოქტომბერს, ზუსტად ჩვენი ხალხი იქნება, ვინც კიდევ ერთხელ მიგიჩენთ საკადრის ადგილს, სადაც არის თქვენი ადგილი და იმ სინამდვილეს, რომელსაც თქვენ არ გინდათ თვალი გაუსწოროთ, გაიძულებთ, რომ ჩახედოთ სინამდვილეს თვალებში და მიხვდეთ, რომ თქვენი მომავალი არასდროს არ გექნებათ ამ ქვეყანაში“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ პოლიტიკაში არიან ისეთი ადამიანები, ვისთვისაც ხალხის პროგრესზე და განვითარებაზე მაღლა პირადი კეთილდღეობა დგას. მისივე თქმით, დამნაშავე სისტემის წევრები, ბედავენ და მმართველ გუნდს იმას აბრალებენ, რასაც თავად სჩადიოდნენ.

„ხშირად ისმის კითხვა, შეიძლება თუ არა პოლიტიკის სუფთა ხელებით კეთება? გულწრფელად მინდა გითხრათ, ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის პოლიტიკის სუფთა ხელებით კეთება ვალდებულებაა. ასეა იმიტომ, რომ არაფერია იმაზე წმინდა, როცა შენს საკუთარ ხალხს და შენს ქვეყანას ემსახურები, მაგრამ სამწუხაროდ, პოლიტიკაში არიან ისეთები, ვისთვისაც პირადი კეთილდღეობა ხალხის პროგრესზე და განვითარებაზე მაღლა დგას. ასეთ დროს ხშირია ცილისწამება, გადაბრალება, ორმაგი სტანდარტით მოქმედება, რაც ყველაზე შორს დგას ღირსებისგან, ზნეობისგან, მორალისგან და სინდისისგან. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, სისტემა კლავდა ხალხს. ამ სისტემაში ჩართული იყოხელისუფლების ყველა რგოლი და უწყება. ეს სისტემა არ იყო ზოგადი სუბსტანცია, მას კონკრეტული ავტორები ჰყავდა, ვინც იყო პასუხისმგებელი, როდესაც ამ სისტემის სახელით, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს კლავდნენ ქუჩებში, კლავდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში, საჯარო სივრცეებში, საპატიმროებში და არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, როდესაც ამ გუნდის წევრს მაშინ ეს უსამართლობა და დანაშაულები გაეპროტესტებინა და ხმამაღლა სადმე რაიმე განეცხადებინა. სწორედ ამ დამნაშავე სისტემის წევრები, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩნენ ჩვენს პარლამენტში, ერთი ხელით გვევლინებიან ამ სისტემის მეხოტბეებად და მეორე ხელით ბედავენ და კადრულობენ დაგვაბრალონ ჩვენის, რასაც თვითონ სჩადიოდნენ“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა