logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტის პლენარული სხდომა დასრულდა
პარლამენტის პლენარული სხდომა დასრულდა
19:56 03.10.2018
პარლამენტის პლენარული სხდომა დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, ცალკეული დეპუტატების განცხადებებით გაგრძელდა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებგამოთქმულ განცხადებებს გამოეხმაურა და ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდა, საარჩევნო კამპანია „ბინძური ტერმინოლოგიის გამოყენებისგარეშე“ წარმართოს.

მისი თქმით, ეს არის მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, სახელმწიფოებრივი თხოვნა. მან კოლეგებს შეახსენა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი სალომეზურაბიშვილი ინიციატივით გამოვიდა, რომ ქვეყანაში ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია წარმართულიყო.

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, საარჩევნო კამპანია წარმართოთ ისე, როგორც ეკადრება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ვართ ევროპული სახელმწიფო. ჩვენ გვაქვსპრეტენზია ევროპელობაზე და თქვენ რასაც აკეთებთ, ის ძალიან შორს არის ევროპისგან და დასავლეთისგან. ჩვენ გვინდა, ნაბიჯ-ნაბიჯ წავიდეთ აქეთკენ დაასეთი კამპანიით, რასაც თქვენ წარმართავთ, ჩვენ მეტად ვერ დავახლოვდებით ნამდვილად ევროპასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ოპონენტებს საარჩევნო კამპანიის შავი პიარისა და ლანძღვის გარეშე წარმართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ჩემი კიდევ ერთხელ თხოვნა და მოწოდება ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ არის ის, რომ ჩვენ უნდა წარვმართოთ ევროპული ტიპის საარჩევნოკამპანია. არა ისეთი კამპანია, როგორსაც ვხედავთ დღეს, არამედ, ევროპული ტიპის კამპანია, რომელიც არის აგებული მომავალზე, მომავლის ხედვისწარმოჩენაზე და არა შავ პიარზე და ასევე, არ უხდება ამ კამპანიას ისეთი სპექტაკლები, რომელსაც ვუყურებთ ჩვენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე პარლამენტის წევრის, ნატო ჩხეიძის განცხადებას გამოეხმაურა.

„საქართველოს პარლამენტი და კონკრეტულად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ 50 მილიონი, რომელიც არის„ომეგა ჯგუფის“ დავალიანება ხალხის მიმართ, კაპიკ-კაპიკ ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატ ნატოჩხეიძეს, რომლის თქმით, „ქართულ ოცნებას“ მისი მეუღლის ბიზნესის, ტელეკომპანია „იბერიასა“ და თვით, ზაზა ოქუაშვილის დაბრუნებაში არავითარი წვლილიარ მიუძღვის.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში გარანტირებული დაცულობა და თავისუფლება აქვს ყველა ბიზნესს და არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომელიც შესაძლოაჩვენმა ოპონენტებმა წარმოადგინონ გარდა ასე უნიჭოდ „შეთითხნილი“ ფაქტებისა“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა კობა ნაკაიძემ.

„დღეს არის საუბარი ერთ კონკრეტულ ბიზნესზე, ჯერ კიდევ გაურკვეველ სიტუაციაზე და იქ აშკარა ნიშნებზე იმისა, რომ ეს ყველაფერი არისინსცენირებული და იმართება „ნაციონალური მოძრაობის“ მესვეურების მიერ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველა იმ კითხვაზე, თუ რაიმე ამ საკითხთანდაკავშირებით არსებობს, შესაბამისი გამოძიება პასუხს გასცემს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დავით მათიკაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ზაზა ხუციშვილის განცხადებით, მაუწყებლების უდიდეს ნაწილს არ აქვს წელში გამართული ბიზნესი და მათიხარჯები მეტია, ვიდრე შემოსავლები.

„დღევანდელ დღეს თუკი შეიძლება რაიმე პრობლემებზე ვილაპარაკოთ, არის ის, რომ მაუწყებლების უდიდესი ნაწილი წელში გამართული ბიზნესი ვერ არისდა მათი ხარჯები გაცილებით მეტია ვიდრე შემოსავლები. სწორედ ამიტომ არის, რომ ამ მაუწყებლებს ჰყავთ მდიდარი ადამიანები მეპატრონეებად,რომლებიც სხვა ბიზნესიდან აფინასებენ ამ ტელევიზიებს“, - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ირმა ინაშვილის განცხადებით, სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება უნდა მიეცეს 2004-2012 წლებში „სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობას“,რაზეც მას რეზოლუციის პროექტი აქვს შემუშავებული. დეპუტატმა მმართველ გუნდს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ აღნიშნულრეზოლუციას.

„მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ ჩვენს რეზოლუციას, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გუშინ განიხილა. მე დღეს წამოვიღე საქართველოსმოქალაქეების სამასი ათასი ხელმოწერა. ეს არის დადასტურება რეზოლუციაზე, რომელიც ითვალისწინებს, მიეცეს სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება2004-2012 წლების სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობას“, - განაცხადა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წარმომადგენელმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის, განცხადებით საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟი დაფუძნდება.
„წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან და საქართველოშისაერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟი დაფუძნდება. მემორანდუმს ხელი 20 დეკემბერს, პარიზში მოეწერება“, - აღნიშნული განცხადება საპარლამენტოუმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, შეთანხმება მიღწეულია და საქართველოს ექნება ბიზნესდავების სანდო და სწრაფი გადაწყვეტის მექანიზმი.
„ეს არის ხელისუფლების კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი თანამედროვე, ღია და კონკურენტული ეკონომიკისთვის, რომელიც მოიზიდავს მეტ ინვესტორს,შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და გეოპოლიტიკურ მდებარეობასთან ერთად, განვითარებული სამართლებრივი და ინსტიტუციური გარემო კიდევ უფრომეტად ხდება ჩვენი ქვეყნის უპირატესობა. ეს პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მომავალს, ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
განცხადებების დასრულების შემდეგ, დეპუტატებმა საკანონმდებლო საქმიანობა განაგრძეს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემსხდომაზე მესამე მოსმენით წარადგინა „საქართველოს საზღვაოკოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი.
მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი არეგულირებს „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქოპასუხისმგებლობის შესახებ“საერთაშორისო კონვენციიდან გამომდინარე დავების განხილვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
კანონის პროექტი აგრეთვე, აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი იმ გემის, რომლის საერთო ტევადობა 1000 რეგისტრულ ტონას აღემატება,ვალდებულებას, საბუნკერო საწვავით დაბინძურებით დამდგარი ზიანისთვის პასუხისმგებლობის დაზღვევის უზრუნველსაყოფად ჰქონდეს შესაბამისი დაზღვევაან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ „საქართველოს ეროვნული ბანკის 2018-2019 წლების ანგარიშგების გარე აუდიტისდანიშვნის შესახებ" საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარადგინა.
პროექტის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის 2018-2019 წლების ანგარიშგების აუდიტორად ინიშნება აუდიტორული ფირმა შპს. KPMG Georgia.
დადგენილების პროექტის მიხედვით, აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განსაზღვრულია 180 000 ლარით.
საქართველოს ეროვნული ბანკის 2018-2019 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯებს კი საქართველოს ეროვნულმა ბანკი გასწევს.
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი II მოსმენითპარლამენტის წევრი ბიძინა გეგიძემ წარადგინა.
კანონპროექტი ახლებურად ადგენს სპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორიის ცნებას, აგრეთვე სპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციოტერიტორიებისა და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებს.
კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილებების მიღებას, რომლებითაც განისაზღვრება სპორტული, გამაჯანსაღებელიდა სარეკრეაციო ტერიტორიებისა და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები, სპორტული,გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დასპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმა.
დეპუტატებმა პირველი მოსმენით განიხილეს „პროკურატურის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი. საკითხი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტისთავმჯდომარემ ეკა ბესელიამწარადგინა. მისი განმარტებით, წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტის შემუშავება განპირობებულია საქართველოსკონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით.
„საქართველოს კონსტიტუციური ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, პირველად საქართველოს ისტორიაში, პროკურატურა იქნება სრულიადდამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც არ იქნება ხელისიუფლების არც ერთი შტოს ქვეშ. დამოუკიდებელი ორგანოს ხელმძღვანელს - გენერალურპროკურორს აირჩევს საქართველოს პარლამენტი და მხოლოდ საქართველოს პარლამენტთან ექნება კანონით დადგენილი ანგარიშვალდებულებაკონკრეტულად სისხლის სამართლის აღსრულების ნაწილში“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, დამოუკიდებელი პროკურატურის კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფისთვის საჭიროა, ხელისუფლების ყველა შტოსგან მას ჰქონდესსრული დამოუკიდებლობა და მხოლოდ ანგარიშვალდებულების ის ფორმა და სტანდარტი იყოს გამოყენებული, რომელიც აუცილებელს გახდის პარლამენტმაგარკვეული კონტროლი განახორციელოს სისხლის სამართლის პოლიტიკის აღსრულების მიმდინარეობაზე.
„საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად, უქმდება პროკურატურის მიმართ აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის მექანიზმი. შენარჩუნებულიამხოლოდ საკანონმდებლო კონტროლი სისხლის სამართლის პოლიტიკის აღსრულების ნაწილში. სასამართლო კონტროლი, რომელიც სასამართლოში შესულსაქმეებზე ხორციელდება და საფინანსო კონტროლის მექანიზმები“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, პროკურატურის მიმართ ვრცელდება პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის ვალდებულება.
კანონპროექტში გაწერილია ის უფლებამოსილება, რომელიც უკავშირდება საერთაშორისო თანამშროლობის ფარგლებში ექსტრადიციის, დაკავების, სასამართლოგანხილვის და სხვა საკითხებს.
ასევე, კანონპროექტში არის საკითხები, რომელიც ეხება პროკურატურის თანამშრომლების მიღებას, დათხოვას, ეთიკის სტანდარტებს და დამატებით სათათბიროსაბჭოებს.
საპროკურორო საბჭოზე საუბრისას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საკითხი არ არის დახურული და კანონპროექტი პირველიმოსმენის შემდეგ ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.
მისი თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ თუ იქნება წარმოდგენილი რეკომენდაციები მოხდება საპროკურორო საბჭოსთან დაკავშირებული საკითხისგანხილვა.
„ეს საკითხი რჩება გახსნილი დისკუსიითვის“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ორგანული კანონის პროექტი არეგულირებს პროკურატურის ამოცანებთან, პრინციპებთან და უფლებამოსილებებთან, პროკურატურის სტრუქტურულ მოწყობასადა მართვასათან, პროკურატურის სათათბირო და კოლეგიურ ორგანოებთან, საერთაშორისო თანამშრომლობასა და ქვეყნის შიგნით წარმომადგენლობასთანდაკავშირებულ საკითხებს.
კანონის პროექტით აგრეთვე რეგულირდება პროკურატურის თანამშრომელთა სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. ორგანული კანონის პროექტიაგრეთვე ითვალისწინებს დღეს მოქმედი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას.
დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“,რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ წარმოადგინა.
„კანონპროექტი ეხება სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებს. საჭიროა არსებობდეს ერთიანი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც არეგულირებსსახელმწიფოში მოქმედი სიმბოლოების ჰერალდიკური თვალსაზრისით გამართული დიზაინის შექმნის, დამტკიცების და გამოყენების წესს. ჰერალდიკისსაბჭოსთან დიდი ხანი მიმდინარეობდა კონსულტაციები და მადლობა მათ ძალიან საინტერსო თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
კანონის პროექტის თანახმად, სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებია: საჯარო დაწესებულების ემბლემა, საჯარო დაწესებულების დროშა და დროშებისერთობლიობა, საჯარო დაწესებულების დროშების და სიმბოლოების ერთობლიობა, საჯარო დაწესებულების ინსიგნია, სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდო,საქართველოს სახელმწიფო სამხედრო და სპეციალურ დანიშნულების დაწესებულების სპეციალური ფორმის ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუში, სამხედრო დასპეციალური წოდების განმასხვავებელი ნიშანი, სამხედრო ძალების სახეობის, სამხედრო დანაყოფის და ქვედანაყოფის განმასხვავებელი ნიშანი,მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, საქართველოს სახელმწიფო ფულის ნიშანი; საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, საჯაროდაწესებულების ბლანკის ნიმუში, რომელზეც გამოსახულია სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისდამადასტურებელი ან სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელზეც გამოსახულია სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები.
კანონპროექტი აგრეთვე აწესრიგებს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცებასთან, აღმართვასთან, გამოფენასთან და გამოსახვასთან დაკავშირებულსაკითხებს.
პარლამენტის წევრმა, ირინე ფრუიძემ სხდომაზე განსახილველად გამოიტანა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტისწევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“.
„ეთიკის კოდექსი ადგენს პარლამენტის წევრის ქცევის სტანდარტებს მისი სტატუსიდან გამომდინარე და განსაზღვრავს წესებს, რომელიც მან უნდაგაითვალისწინოს თავის საქმიანობაში და ასევე კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან და სხვა ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთანურთიერთობისას. ასევე, განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ამ წესების დარღვევის შემთხვევაში“, - აღნიშნა ირინე ფრუიძემ.
მისივე თქმით, ეთიკის კოდექსის ძირითადი პრინციპებია: კეთილსინდისიერება, თანასწორობა, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, კანონიერება,ერთგულება და პასუხისმგებლობა.
კოდექსის თანახმად, საპარლამენტო უფლებამოსილების შესრულებისას, პარლამენტის წევრმა უნდა დაიცვას ქცევის წესები, რომელიც ეხება შემდეგ ძირითადსაკითხებს: საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა, ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან არიდება, ლობისტური საქმიანობა, საჩუქრის დეკლარირება,კორექტული ლექსიკა, ღირსების შემლახველი უხამსი სექსისტური დისკრიმინაციული გამოსვლები, მიმართვები და ქმედებები, აგრეთვე სიძულვილის ენისსხვაგვარი გამოყენება, სამსახურეობრივი საიდუმლოების შემცველი ან სხვაგვარი კონფიდენციალური ინფორმაცია და ადმინისტრაციული რესურსებისარამიზნობრივი ხარჯვა,
„კოდექსით განსაზღვრული იმ ქცევის წესების დარღვევის შემთხვევაში, რომელიც არ არის დარეგულირებული სხვა კანონმდებლობით, დარღვევისშესწავლასა და მონიტორინგს აწარმოებს ეთიკის საბჭო, რომელიც კომპლექტდება პარლამენტის წევრებისგან. ეთიკის საბჭოს დაკომპლექტების წესიგანისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ.
ეთიკის საბჭოს მიერ ქცევის წესების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება პარლამენტის იმ წევრებისსახელები, რომლებმაც დაარღვიეს ეთიკის კოდექსი დარღვევის მცირე აღწერით. საჩივრის განხილვის პროცესი კონფიდენციალურია.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა