საქართველოში პროფესიული გადამზადების სისტემის რეფორმა იწყება.
პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია საკუთარი კონკურენტუნარიანობის გაზრდა, სადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიულ გადამზადებას და ახალი საქმის დაუფლებას. აქედან გამომდინარე, წელს ხუთი ახალი პროფესიული კოლეჯი გაიხსნება.
ასევე, წლევანდელი წლიდან, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც სურვილი ექნება შეისწავლოს და აითვისოს ახალი პროფესია კერძო თუ პროფესიულ სასწავლებლებში, სახელმწიფოსგან 1000 ლარიან საგანმანათლებლო ვაუჩერს მიიღებს. თანხა მისი გადამზადების კურსის ხარჯებს აანაზღაურებს.
ამასთან, პროფესიული გადამზადების და პროფესიული ორიენტაციის პროგრამაის ფარგლებში, 20 ქალაქში ერთდროულად 20 ათასი მოქალაქე გაივლის უფასო ტრენინგებს პროფესიის მიხედვით.

















