logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატს შეხვდა
დავით ზალკალიანი გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატს შეხვდა
19:44 03.10.2018
საქართველოს საგარეო უწყებაში შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა გერმანიის ბუნდესტაგის წევრთან, მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) საპარლამენტო ფრაქციის საგარეო-პოლიტიკურ სპიკერთან იურგენ ჰარდტთან. გერმანელი დეპუტატი ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს თბილისს და შეხვედრებს მართავს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა მაღალი შეფასება მისცა საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ დინამიკას და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში განხორციელებული უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას. მან განსაკუთრებით გამოყო გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტი, რომელიც საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენდა და ახალი დინამიზმი შესძინა ორი ქვეყნის შემდგომ თანამშრომლობას. ამასთან, მინისტრმა გერმანელ დეპუტატს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობისა და სამომავლო პრიორიტეტების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივის შესახებ. ამავე კონტექსტში დავით ზალკალიანმა მადლიერება გამოხატა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ საქართველოსთვის გამოხატული ურყევი მხარდაჭერისათვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პარტნიორი ქვეყნების შემდგომი მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მინისტრი აგრეთვე შეეხო სხვადასხვა სფეროში ქართულ-გერმანული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. მან ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობაზე, რაც სერიოზულად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას გერმანიის ფართო საზოგადოებაში.

გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანული მხარის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსადმი და განაცხადა, რომ საქართველო გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო და გამორჩეული პარტნიორია რეგიონში. იურგენ ჰარდტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ამასთან, დეპუტატმა გამოხატა მკაფიო მზაობა, ხელი შეუწყოს საქართველო-გერმანიის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ჩვენი ქვეყნის შემდგომ დაახლოებას ევროპულ სტრუქტურებთან.
„ჩვენ ყველაზე კარგი ურთიერთობები რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოსთან გვაქვს. საქართველო სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება, რა თქმა უნდა აქვს გამოწვევები, კერძოდ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ საქართველო ევროპისკენ სწრაფად მიიწევს. საქართველოს მთავრობა, გერმანია და მთლიანად ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსა და ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობას. მჯერა, რომ საქართველო მომავალში ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება” - განაცხადა იურგენ ჰარდტმა.

შეხვედრაზე აგრეთვე მოხდა აზრთა ურთიერთგაცვლა მხარეებისთვის აქტუალური გლობალური თემების თაობაზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა