logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ ხულორდავა გერმანიის ბუნდესტაგის წევრს შეხვდა
თამარ ხულორდავა გერმანიის ბუნდესტაგის წევრს შეხვდა
17:11 03.10.2018
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრს, იურგენ ჰარდტს შეხვდა. კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმარს ეროვნული დღესასწაული, გერმანიის გაერთიანების დღე მიულოცა და ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.



პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ ისაუბრეს. კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი მჭიდროდ თანამშრომლობს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რათა შენარჩუნდეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და მისგან გამომდინარე დადებითი შედეგები.



„მნიშვნელოვანია გაგრძელდეს მაღალი დონის დიალოგი პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე, რათა საქართველო უკეთ გაიცნოს გერმანულმა საზოგადოებამ. საქართველოზე პოზიტიური წარმოდგენის შესაქმნელად აგრეთვე მნიშვნელოვანია კულტურული ურთიერთობების განვითარება“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ და მაგალითად ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი მოიყვანა, რომელზეც ქართველი მწერლები ფართოდ არიან წარმოდგენილნი.



მხარეებმა ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკაზე და საქართველოში სამშვიდობო ვითარებაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა რეგიონში უსაფრთხო და სტაბილური გარემოს შენარჩუნების ორმხრივ ინტერესს და აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემოებაა ქვეყნის განვითარებისთვის.



თამარ ხულორდავამ, გერმანელ კანონმდებელთან, საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესი მიმოიხილა და ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროცესში პარლამენტისა და კომიტეტის როლზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სამომავლო მიზანი - ევროკავშირში ინტეგრაცია და წევრობა, დაფუძნებულია ქართველი ხალხის სურვილზე, და ეს საკითხი უკვე საკანონმდებლო დონეზეც, საქართველოს კონსტიტუციის მეშვეობით არის აღიარებული.



კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებაც ისაუბრა. აღინიშნა, რომ საქართველოში ახალი მნიშვნელოვანი რეგულაციები, სტანდარტები და ინსტიტუციები მკვიდრდება, რაშიც ევროინტეგრაციის პროცესში ევროპელი პარტნიორების დახმარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.



შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს და გერმანიის ფედერაციაში თამარ ხულორდავას სამომავლო ვიზიტის დეტალები მიმოიხილეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა