logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზაზა ხუციშვილი: დღეს ტელევიზიების ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ მათი შემოსავალი ხარჯებს ჩამორჩება
ზაზა ხუციშვილი: დღეს ტელევიზიების ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ მათი შემოსავალი ხარჯებს ჩამორჩება
14:38 03.10.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაზა ხუციშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის კოლეგა ოპოზიციონერებს არ მოსწონთ, როდესაც განვლილ პერიოდზე, მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე საუბრობენ.

„განუწყვეტლივ ისმის კრიტიკა, თითქოს მასმედიის მდგომარეობა და ზოგადად ქვეყნის მდგომარეობა არის კრიტიკული. ამიტომ ჩვენს მოსახლეობას გულწრფელად ვთხოვ, რომ თითოეული დარგის შეფასებით შეადარონ რა მდგომარეობა იყო და დღეს რა მდგომარეობაა - სოფლის მეურნეობაში, პოლიციაში, ჯანდაცვის სისტემაში, ჯარში, როდესაც ჩვენი ნატოელი პარტნიორები ამბობენ, რომ ასეთი მზაობა და ასეთი სიახლოვე არასდროს ყოფილა ნატოსთან.
მე გაგახსენებთ რა მდგომარეობა იყო მასმედიაში. „რუსთავი 2“-ის მაშინდელ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს გადაუწვეს საწყობები და წაართვეს ტელევიზია. იმ პირობებში, როდესაც მას ფაქტობრივად მთელი ქონება გაუნადგურეს, ვის აქვს ილუზია, რომ მას იმ გადახდილ თანხას ვინმე დაუბრუნებდა. „იმედი“ წაართვეს ბადრი პატარკაციშვილს. სანამ ის ცოცხალი იყო ვერ გაბედეს, შემდეგ კი მის ქვრივს წაართვეს ტელევიზია ძალიან ცუდი ფორმით, დაარბიეს. ასევე წაართვეს მთაწმინდის პარკი. წართმეული იყო „იბერიაც“. „მაესტროში“ შეაგდეს ხელყუმბარა, მოქმედ ტელევიზიაში, რადგან ის იყო ოპოზიციური. „დააპატიმრეს“ სატელიტურიანტენები. საბაჟოზე გააფუჭეს ოპოზიციურად განწყობილი არხის კუთვნილი ტექნიკა და მას სემდეგ რაც მათ გამოიძახეს სპეციალისტი მომწოდებლისგან, მან დაამტკიცა რომ ხელოვნურად იყო ყველაფერი გაფუჭებული.

„იმედზე“, საზოგადოებრივ მაუწყებელზე და „რუსთავი 2“-ზე აბსოლუტურად ერთნაირი სიუჟეტი გადიოდა საინფორმაციო საშუალებებში. საზოგადოებრივ მაუწყებელს კი, ორგანიზაციას, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, იმდენი ვალი დაუტოვეს, რომ ორი წელიწადი დასჭირდა ამ ვალების გასტუმრებას.

დღეს ქვეყანა გადასულია ციფრულ მაუწყებლობაზე, რაც საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს გახსნას ტელევიზია და იმაუწყებლოს ისე, რომ ამაში არავინ ხელს არ შეუშლის. ერთადერთი პრობლემა მაუწყებლების არის ის, რომ მათი ხარჯები გაცილებით მეტია, ვიდრე შემოსავალი, სწორედ ამიტომ ჰყავთ მათ მდიდარი მეპატრონეები, რომლებიც სხვა ბიზნესიდან აფინანსებენ ამ ტელევიზიებს. თუკი იმ ბიზნესებს ექმნება პრობლემა, ეს არის 51 მილიონი ბიუჯეტის და ამას გარდა 85 მილიონი დავალიანება „საქართველოს ბანკის“, ეს როგორ უნდა ჩაითვალოს ტელევიზიაზე ზეწოლად?

როდესაც მოვისმინეთ ბატონი ოქუაშვილის განცხადება, როდესაც მან პრაქტიკულად მოუწოდა ოპოზიციური კანდიდატის მხარდაჭერისაკენ - მიჩნდება ეჭვი, რომ საუბარია ვალების ჩამოწერის თემაზე და როდესაც ტელევიზიები აკეთებენ სიუჟეტებს სოციალურად დაუცველებზე, რაც ნამდვილად მძიმე საყურებელია, მათ ვთხოვ მოსახლეობას შეახსენონ, რამდენი ათობით მილიონი ეპატიათ მათ სააკაშვილის ხელით და ეს იყო ბიუჯეტის ფული“-განაცხადა ხუციშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა