logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ხათუნა თოთლაძემ პარლამენტს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხზე უნივერსალური ანგარიშის შესახებ მიღებული რეკომენდაციების შესრულების შედეგები გააცნო
ხათუნა თოთლაძემ პარლამენტს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხზე უნივერსალური ანგარიშის შესახებ მიღებული რეკომენდაციების შესრულების შედეგები გააცნო
11:26 03.10.2018
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების (იურიდიულ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები) სხდომაზე უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ შუალედური ანგარიშის პროექტი წარადგინა.

პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომას ასევე ესწრებოდნენ ყველა იმ უწყების წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობდნენ შუალედური ანგარიშის მომზადებაში.

შუალედურ ანგარიშში ასახულია საქართველოს მიერ იმ რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი, რომელიც ქვეყანამ 2015 წლის 10 ნოემბერს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე ადამიანის უფლებათა შესახებ წარდგენილი ანგარიშის განხილვისას მიიღო. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე საქართველომ მიიღო 203 რეკომენდაცია, რომელთაგანაც მხარდაჭერილ იქნა 191 რეკომენდაცია. ამასთანავე, საქართველომ აიღო ნებაყოფლობითი ვალდებულება წარედგინა შუალედური ანგარიში მხარდაჭერილი რეკომენდაციების შესრულების შესახებ.

პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, შუალედური ანგარიშის წარდგენისას, საკუთარ გამოსვლაში, ხათუნა თოთლაძემ ყურადღება გაამახვილა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მექანიზმის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობაზე, ხსენებულ მექანიზმთან საქართველოს აქტიურ და მჭიდრო თანამშრომლობაზე, ასევე შუალედური ანგარიშის მომზადების პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობაზე.

რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე საუბრისას, ხათუნა თოთლაძემ ყურადღება დაუთმო სხვადასხვა სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი კონვენციის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარების საკითხებს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა მექანიზმთან თანამშრომლობასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მექანიზმებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომის პრობლემას.

დასასრულს, ხათუნა თოთლაძემ აღნიშნა, რომ შუალედურ ანგარიშში აისახება პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების კომენტარები და მხოლოდ ამის შემდეგ, გადაეგზავნება დოკუმენტი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი განხილვა ახალი პროცედურის შესაბამისად განხორციელდა, რომელიც შესახებ ცვლილება პარლამენტის რეგლამენტში 2016 წელს შევიდა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა გახლავთ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ახალი მექანიზმი და მიზნად ისახავს გაეროს წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგსა და გაუმჯობესებას. აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის განიხილება ხდება 4-5 წელიწადში ერთხელ. 2015 წლის 10 ნოემბერს, ქ. ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მეორე ციკლის ფარგლებში განხილულ იქნა ადამიანის უფლებათა შესახებ საქართველოს ანგარიში.​ მომდევნო ანგარიშის განხილვა 2020 წელს იგეგემება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა