logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: თუ ზაზა ოქუაშვილს უნდა, გაირკვეს სიმართლე, აიღებდა მტკიცებულებებს და მიიტანდა პროკურატურაში
მამუკა მდინარაძე: თუ ზაზა ოქუაშვილს უნდა, გაირკვეს სიმართლე, აიღებდა მტკიცებულებებს და მიიტანდა პროკურატურაში
11:06 03.10.2018
„თუ ზაზა ოქუაშვილს უნდა, გაირკვეს სიმართლე, აიღებდა მტკიცებულებებს, მიიტანდა პროკურატურაში, მისცემდა ჩვენებას, წაიღებდა ლონდონში, სხვადასხვა შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუტებში, სადაც ამის გარკვევა და გარჩევა შეიძლება, მაგრამ არა - ორი კვირის განმავლობაში დღეში ერთი რაღაც გაუგებარი ჩანაწერი“ - განაცხადა "რუსთავი -2" -ის თოქშოუ "არჩევანში" ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

მან მაგალითად მოიყვანა ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის ზაზა ხატიაშვილის მიერ გამოქვეყნებული, ლონდონში ერთერთ ჩანაწერზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ჩანაწერი დამონტაჟებულია.

„ყოველდღიურად დაგეგმილი პიარკამპანიის სახით მოგვეწოდება ახალი ნეგატიური ინფორმაცია, რომლის გაზიარებასაც რეალური საფუძველი არ აქვს. დარწმუნებული ვარ, გამოძიება ამას პასუხს გაცემს“- განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, მოსწონს თუ არა ეს ვინმეს, ქვეყანა ვითარდება, ადგას დასავლურ, ევროპულ კურსს, რისი ბევრი არგუმენტია, მათ შორის ვიზალიბერალიზაცია, ჩვენი ქვეყნის მიმართ სტრატეგიული პარტნიორების განწყობა და სხვა.

„მაგრამ არის ერთი ფაქტორი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით წამოყოფს ხოლმე თავს, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა" თავისი დანაყოფებით. არანაირი ევროპული საქართველო, არანაირი გაერთიანებული ოპოზიცია არ არსებობს. მთავარი კონკურენტი ჩვენი ჯერ კიდევ ქვეყანაში არის "ნაციონალური მოძრაობა" თავისი დანაყოფებით და ეს ძალა ცდილობს, მთავარ ღირებულებებს დაარტყას და დაარტყას "ქართულ ოცნებას" იქ, რაზეც რეალურად დგას "ქართული ოცნება" - ეს არის ბიზნესის თავისუფლება და ამის წინააღმდეგ მათი მიზანია, შექმნან რაიმე სახის მტკიცებულებები იმ დონეზე მაინც, რომ საზოგადოება ან მისი ნაწილი შეცდომაში შეიყვანონ საარჩევნო მიზნებისთვის . ეს არის მედიაპლურალიზმი და ამ შემთხვევაში ცდილობენ გამოიყენონ ერთი ქეისი ამ მთავარი ღირებულების წინააღმდეგ, ეს არის ბიზნესის თავისუფლება, ყველა ის კომპონენტი, რომელიც შეიქმნა 2012 წლის შემდეგ.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა "ომეგას" და "იბერიას" საქმე გამიზნულად ორკესტრირებული "ნაციონალურ მოძრაობის" მიერ მდინარაძე პასუხობს, რომ ამაზე გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.

„ არ მგონია რომ ამ ქვეყანაში არსებობდეს ერთი ადამიანი, რომელიც ფიქრობს რომ ამას "ნაციონალურ მოძრაობა" თავისი მედიასაშუალებების მეშვეობით არ იყენებს "ქართული ოცნების" და ხელისუფლების წინააღმდეგ. თუ არ დაიკითხა მთავარი ავტორი პრეტენზიისა, რომელიც კონკრეტულ პრეტენზიებს კონკრეტულ პირებს უყენებს და ამით უნდა ჩრდილი მიაყენოს კონკრეტულ სიკეთეებს, არ დაიკითხოს და ამის გარეშე მიმდინარეობდეს გამოძიება. უნდა დაიკითხოს პირველ რიგში ადამიანი, რომელიც თავის თავს უწოდებს დაზარალებულს და თუ რაიმე ცოტა რეალური მაინც იქნება, შემდეგი ეტაპი არის გამოძიების მიმდინარეობა’ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა