logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: თვითონ ოქუაშვილი ამბობს, რომ კაპიკი არ გადაუხდია არავისთვის
ირაკლი კობახიძე: თვითონ ოქუაშვილი ამბობს, რომ კაპიკი არ გადაუხდია არავისთვის
11:02 03.10.2018
„თუ შენ ფული არავისთვის არ გადაგიხდია და თერთმეტჯერ გადაგივადეს ვალი ბიუჯეტში, გამოდის, რომ ზეწოლა კი არა და იქით ჰქონია ზეწოლა ბიზნესს სახელმწიფოზე. ოქუაშვილი თვითონ ამბობს ყველაფერს და აბსოლუტურად კომიკურია, სასაცილოა ის ჩანაწერები, რომლებსაც ავრცელებს”,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე ბიზნესზე პოლიტიკურ ზეწოლას მთლიანად გამორიცხავს. მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წართმეული ბიზნესი და ტელევიზია ოქუაშვილმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისე დაიბრუნა, რომ მისთვის არავის არაფერი მოუთხოვია, რასაც ირაკლი კობახიძის თქმით, თავად ოქუაშვილიც ადასტურებს.

“პოლიტიკურ ზეწოლას ბიზნესზე მთლიანად გამოვრიცხავ. გეტყვით ჩემს მოსაზრებას რა ხდება ამასთან დაკავშირებით. არის ბიზნესმენი ოქუაშვილი, რომელიც ამბობს რას, ერთი, ის ამბობს, რომ ანუ, ბრალდება არის ზეწოლის, ის ამბობს, რომ კაპიკი არ გადაუხდია არავისთვის წლების განმავლობაში. ეს არის თან ის ბიზნესმენი, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წაართვა თავისი ბიზნესი, წაართვა თავისი ტელევიზია, მიწაზე იყვნენ გაწოლილი მთელი „ომეგას“ თანამშრომლები, გახსოვთ რა ფორმით, ღირსების შემლახველი ფორმით კეთდებოდა ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ქვეყნიდან, იძულებული იყო, გაქცეულიყო, 2012 წლამდე ხდებოდა ეს ყველაფერი და რა გააკეთა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, ოქუაშვილი დაბრუნდა საქართველოში, მან დაიბრუნა ბიზნესი და მან დაიბრუნა თავისი ტელევიზია ისე, რომ არავის არაფერი მოუთხოვია ამისთვის და ამას ადასტურებს თავად ოქუაშვილი. თვითონ ოქუაშვილი ამბობს ყველაფერს თავის თავზე, უყურეთ რას ამბობს ის, მას კაპიკი არ გადაუხდია არავისთვის. ეს მან თქვა. მთელი ამ წლების განმავლობაში კაპიკი არავისთვის არ გადაუხდია. ანუ, ამას ერთს ამბობს. მეორე, ის ამბობს, რომ მას თერთმეტჯერ გადაუვადეს ვალის გასტუმრება. ანუ, კაპიკი არავისთვის გადაუხდია, თერთმეტჯერ გადაუვადეს. ლოგიკა არის მეცნიერება. ასწავლიან უნივერსიტეტებში. არის გარკვეული წანამძღვრები, რითაც მიდიხარ დასკვნამდე. ამ შემთხვევაში დასკვნა არის უტყუარი, ათას პროცენტიანი, ას პროცენტიანი კი არა. თუ შენ ფული არავისთვის არ გადაგიხდია და თერთმეტჯერ გადაგივადეს ვალი ბიუჯეტში, გამოდის, რომ ზეწოლა კი არა და იქით ჰქონია ზეწოლა ბიზნესს სახელმწიფოზე. ოქუაშვილი თვითონ ამბობს ყველაფერს და აბსოლუტურად კომიკურია, სასაცილოა ის ჩანაწერები, რომლებსაც ავრცელებს”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა