საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ აბაშიძემ მონღოლეთის პრეზიდენტს ტუმენ
ტეგშჯარგას რწმუნებათა სიგელები გადასცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ელჩმა და მონღოლეთის პრეზიდენტმა შეხვედრისას ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ მონღოლეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებით, განსაკუთრებით სავაჭრო–ეკონომიკური, კულტურულ–ჰუმანიტარული ურთიერთობების და ტურიზმის სფეროში. მონღოლეთის პრეზიდენტმა ინტერესი გამოხატა გაიზიაროს საქართველოს გამოცდილება ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის თვალსაზრისით.
მონღოლეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩი ასევე შეხვდა მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და პრეზიდენტის მრჩეველს საგარეო პოლიტიკურ საკითხებში ტუმენ ტეგშჯარგას.
საქართველოს ელჩმა გამოთქვა მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიმართულებით.

















