პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას საკუთარი მომავალი გაუმხილა.
"მე მიხეილ სააკაშვილი, აუცილებლად ვიქნები აშენებულ ლაზიკაში" ,– მიმართა სააკაშვილმა გიორგი თარგამაძეს და იქვე დაამატა, რომ ლაზიკის აშენებაში პირადად მიიღებს მონაწილეობას.
დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას თარგამაძემ შევარდნაძის პერიოდი გაიხსენა. მისი თქმით, 2000 წლის თებერვალში, შევარდნაძეს უთხარა, რომ უფრო მეტი ეფიქრა წასვლაზე და იმ მემკვიდრეობაზე, რომელსაც დატოვებდა.
პრეზიდენტის განცხადებით, მისი გეგმებია, რომ ლაზიკა აშენდეს, ისევე როგორც აშენდა ბათუმი. პრეზიდენტმა უმცირესობის ლიდერს ისიც გაახსენა, რომ როდესაც თარგამაძის მეგობრები მართავდნენ, მაშინ ბათუმი განადგურებული ინფრასტრუქტურის ქალაქი იყო.

















