logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გივი მიქანაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
გივი მიქანაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
16:41 02.10.2018
საქართველოს პარლამენტის აპარატსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ სამდივნოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის, კრისტიან ურსეს შეხვედრისას.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გივი მიქანაძემ ევროპელ დიპლომატს პარლამენტის გაძლიერების მიზნით, აპარატში მიმდინარე და განხორციელებულ აქტივობებზე ინფორმაცია მიაწოდა და რეფორმირების შემდგომ ეტაპებზე ისაუბრა. გივი მიქანაძის განცხადებით, ახალი კანონმდებლობის - საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის ძალაში შესვლის მომენტიდან მნიშვნელოვნად იზრდება საპარლამენტო კონტროლი და ზედამხედველობის ფუნქციები, რაც თავის მხრივ, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის მეტი ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაცნობის საჭიროებას წარმოშობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის აპარატის უფროსმა კრისტიან ურსეს ევროპის საბჭოს ეგიდით სასწავლო ვიზიტის გამართვის ინიციატივით მიმართა, რომლიც პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს ერთი კონკრეტული ქვეყნის გამოცდილების გაცნობის შესაძლებლობებს მისცემს.

„კვლევითი მიმართულების განვითარება, სასწავლო კომპონენტის გაძლიერება, აპარატის თანამშრომლების სტაჟირებები, სასწავლო ვიზიტები კონტროლისა და ზედამხედველობის ფუნქციების გამოცდილების გაზიარების მიზნით, ეს ყველაფერი შეიძლება თავმოყრილი იქნეს ერთ დიდ პროექტში, რომელიც შესაძლოა ევროპის საბჭოს მონაწილეობით დაიგეგმოს და შესაბამისი თანხების მოძიებით საქართველოს პარლამენტის მხარდასაჭერად განხორციელდეს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი აპარატის უფროსის ინიციატივას მიესალმა და განაცხადა, რომ სტრასბურგში შესაბამის სტრუქტურებთან კონსულტაციების შემდეგ, პროგრამის განხორციელების შესახებ მეტი ინფორმაცია ექნება, რომელსაც პარლამენტის აპარატს გაუზიარებს.

კრისტიან ურსესთან გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა პარლამენტის აპარატის თანამშრომლების სტრასბურგში ყოველწლიური სტაჟირების გავლის შესაძლებლობებიც განიხილეს. როგორც აპარატის უფროსმა აღინიშნა,გივი მიქანაძე ვოიცეხ სავიცკისთან ამ თემაზე სასაუბროდ შეხვედრას, ოქტომბერში, IPU-ს ფარგლებში, ჟენევაში გამართულ შეხვედრებზე გეგმავს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა