logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფო ქაცარავა: მე პირადად მაქსიმალურ რესურსს განათლებისა და მეცნიერების სისტემის მოდერნიზაციისთვის მივმართავდი, რადგან მიმაჩნა, რომ ქვეყნის წარმატება სწორედ გამართულ განათლების სისტემაზე დგას
სოფო ქაცარავა: მე პირადად მაქსიმალურ რესურსს განათლებისა და მეცნიერების სისტემის მოდერნიზაციისთვის მივმართავდი, რადგან მიმაჩნა, რომ ქვეყნის წარმატება სწორედ გამართულ განათლების სისტემაზე დგას
16:25 02.10.2018
საგარეო ურთიერთობათა და განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ევროკომისიის მხარდაჭერითა და „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში ჩატარდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში.

„ჰორიზონტი 2020“-ის დამატებითი ინსტრუმენტის ფარგლებში, რაც მოიცავს ევროკავშირის და მასთან ასოცირებული ქვეყნებისთვის ინოვაციებისა და კვლევის სისტემაში რეფორმირების მხარდაჭერას, 2017 წელს სამინისტრომ მიმართა თხოვნით ევროკომისიას, ჩატარებულიყო კვლევა, რომელმაც გამოავლინა გამოწვევები და რეკომენდაციები საქართველოს ინოვაციებისა და კვლევის სისტემის მოდერნიზაციის პროცესში.
ევროკომისიის სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების გენერალურმა დირექტორატმა გამოყო ექსპერტთა დამოუკიდებელი პანელი და საბაზისო დოკუმენტების სიღრმისეული ანალიზით, ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან, სამიზნე ჯგუფებთან და აქტორებთან ინტერვიუების ფართო სპექტრისა და ხელისუფლებისა და დაინტერესებული მხარეების უკუკავშირის საფუძველზე მომზადდა ანალიზი და რეკომენდაციები, რომელიც გადაეცა განათლების სამინისტროს და რომლის ოფიცალური პრეზენტაციაც კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ ბათუმში ჩატარდა.

“მე პირადად მაქსიმალურ რესურსს განათლებისა და მეცნიერების სისტემის მოდერნიზაციისთვის მივმართავდი, რადგან მიმაჩნა, რომ ქვეყნის წარმატება სწორედ გამართულ განათლების სისტემაზე დგას.
რეკომენდაციები, რომელიც კვლევის შედეგებმა გამოავლინა მეცნიერებისა და ინოვაციების სისტემის მოდერნიზაციისთვის, უნდა იქნეს გათვალისწინებული, საჭიროა შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა და მათი შესრულება.

მადლობას ვუხდი ევროკავშირს და ევროკომისიის წარმომადგენლებს და მიხარია, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა და კოორდინაცია გაუწია ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრას “- აცხადებს სოფიო ქაცარავა.

ანგარიშში გამოიყო მიზნობრივი სფეროები, რომელთა გამოწვევებიც აფერხებენ ამ სფეროში არსებულ შესაძლებლობებს და შეჯამდა საკითხები, რაც წარმოადგენს გადახედვის ობიექტებს: კოორდინაცია, კონცენტრაცია, კოლაბორაცია და კავშირი.

ასევე დოკუმენტი მოიცავს სამოქმედო გეგმას, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას კონკრეტული გამოწევები ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში და რა რეკომენდაციები უნდა იქნეს გათვალისწინებული საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.

“ჩვენი საგარეო კურსის მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ როგორც ევროკავშირის ასოცირებულმა ქვეყანამ მუდმივად ვეძიოთ ის გამოწვევები, რაც სხვა და სხვა სფეროებში არის საქართველოში.
მიმაჩნია, რომ ჩვენი ამბიციის ფონზე, რაც გვაქვს ქვეყნის განვითარების კუთხით, აუცილებელია ყველა ფორმატში განვიხილოთ განათლების, ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და კვლევითი შესაძლებლობების მიმართულებით პრობლემები და პროგრესი ევროკავშირთან თანამშრომლობის კონტექსტში და იმ ინსტრუმენტების ფონზე, რაც საქართველოს აქვს ასოცირების შეთანხმების, „ჰორიზონტი 2020“- ის და სხვა შეთანხმებებისა და პროექტებს საშუალებით“- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა