logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტში კვლევისა და ინოვაციების მოდერნიზაციის შესახებ ევროკომისიის მხარდაჭერით გაცემული რეკომენდაციების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
პარლამენტში კვლევისა და ინოვაციების მოდერნიზაციის შესახებ ევროკომისიის მხარდაჭერით გაცემული რეკომენდაციების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
16:12 02.10.2018
პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს კვლევისა და ინოვაციების მოდერნიზაციის შესახებ ევროკომისიის მხარდაჭერით და „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით სხდომაზე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის გენერალური დირექტორატის მიმართულების ხელმძღვანელი, ევროკავშირის თანამშრომლობის განყოფილების დირექტორის მოადგილე, გერმანიიდან და პოლონეთიდან დამოუკიდებელი ექპერტები, ასევე, შოთა რუსთაველის ფონდის ხელმძღვანელი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„დამოუკიდებელი ექსპერტები ევროკომისიის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის კუთხით არსებული სიტუაციის შეფასებაზე და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაზე. რამდენიმე თვე მუშაობდნენ

„საქართველო ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში იყენებს მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს, ერთ-ერთი მათგანია ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა „ჰორიზონტი 2020“, რომლის ფარგლებში ხორციელდება მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი. პროგრამის უმთავრესიმიზანია ხელი შეუწყოს მასში მონაწილე ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას, რაც სრულად არის თანხვედრაში ჩვენს სტრატეგიულპრიორიტეტებთან. კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერა არის ინვესტიცია საერთო ევროპული მომავლისათვის. ჩვენი საგარეო კურსის მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ როგორც ევროკავშირის ასოცირებულმა ქვეყანამ, მუდმივად ვეძიოთ ის გამოწვევები, რაც სხვადასხვა მიმართულებით არის საქართველოში. ჩვენი ამბიციის ფონზე, რაც გვაქვს ქვეყნის განვითარების კუთხით, აუცილებელია ყველა ფორმატში განვიხილოთ განათლების, ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და კვლევითი შესაძლებლობების მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი ევროკავშირთან თანამშრომლობის კონტექსტში და იმ ინსტრუმენტების ფონზე, რაც საქართველოს აქვს ასოცირების შეთანხმების, „ჰორიზონტი 2020“- ისა თუ სხვა შეთანხმებებისა და პროექტების საშუალებით“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე თევზაძის განცხადებით მეცნიერებისა და ინოვაციების სისტემების გარე შეფასება, ამ ტიპის კვლევა საქართველოში არ ჩატარებულა.

„ევროპელებმა შეისწავლეს საქართველოს სამეცნიერო ეკოსისტემა. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა რომ დავგეგმოთ სამინისტროს სამომავლო გეგმები. ჩვენ მივიღეთ 23 კონკრეტული რეკომენდაცია, აქედან შვიდი მათგანის განსახორციელებლად უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები. დანარჩენი რეკომენდაციებიც აუცილებლად სტრატეგიულ გეგმაში მოხვდება“, - აღნიშნა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ალექსანდრე თევზაძემ.

„სამეცნიერო სფეროს ხელშეწყობა, მისი განვითარება არის აუცილებელი საქართველოში ეკონომიკური ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. იმისთვის, რომ ქვეყნის პოტენციალი გაძლიერდეს აუცილებელია მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მოდერნიზაციისკენ. მნიშვნელოვანია ამ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების განხორციელება“, - განაცხადა ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის გენერალურმა დირექტორმა ანდრეა კარიგნანი დი ნივოლიმ.

კატალინ გერმანის თქმით კი, ანგარიში რეალურად ასახავს მრავალი დაინტერესებული მხარის ჩართულობას იმისთვის, რათა ეს პროექტი წარმატებით განხორციელდეს. „კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს არა მხოლოდ მეცნიერების არამედ მთლიანად საქართველოს მოსახლეობის განვითარებას. პარლამენტმა დასახა გარკვეული სტრატეგია, მას გააჩნია სამოქმედო გეგმა, იმისთვის რომ პროგრესული ნაბიჯები გადაიდგას. მისასალმებელია რომ საქართველო არის პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის წევრი ქვეყანა, მეორე მხრივ, საქართველოს სჭირდება დახმარება რისთვისაც ევროკომისიის წარმომადგენლები აქ ვიმყოფებით“, - განაცხადა კატალინ გერმანიმ.

დოკუმენტის პრეზენტაციას სხდომაზე, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა მკვლევართა ჯგუფის თანა თავმჯდომარეებმა მიხაელ შლიხტმა და კრიშტოფგულდამ გამართეს.

დოკუმენტის მიხედვით, პოლიტიკური გზავნილები შეჯამებულია საკითხების ოთხ ჯგუფად, რომლებსაც საქართველომ უნდა გადახედოს დროთა განმავლობაში: ანგარიშში გამოიყო მიზნობრივი სფეროები, რომელთა გამოწვევებიც აფერხებენ ამ სფეროში არსებულ შესაძლებლობებს და შეჯამდა საკითხები, რაც წარმოადგენს გადახედვის ობიექტებს: კოორდინაცია, კონცენტრაცია, კოლაბორაცია და კავშირი. ასევე დოკუმენტი მოიცავს სამოქმედო გეგმას, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას კონკრეტული გამოწევები ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში და რა რეკომენდაციები უნდა იქნეს გათვალისწინებული საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. სამოქმედო გეგმა შეტანილია ანგარიშის დანართში, რომელიც აჩვენებს რომელი რეკომენდაციები უნდა იყოს გათვალისწინებული მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატების მისაღწევად.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა