გენდერული თანასწორობის საბჭომ 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური
ანგარიში განიხილა, რომელიც 2018 წლის პირველ ექვს თვეს მოიცავს.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა სხდომის მონაწილეებს სამოქმედო გეგმით გაწერილი ამოცანების შესრულების ანგარიში გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
„რეგლამენტის ცვლილებების მიხედვით, გენდერული თანასწორობის საბჭოს ეყოლება მყარად ფიქსირებული სამდივნო, რაც მნიშვნელოვანია ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნებისთვის. ასევე, გაზრდილია საბჭოს საზედამხედველო მანდატი, რაც მას ახალი რეგლამენტის ძალაში შესვლის შემდეგ საშუალებას მისცემს ჩაატაროს თემატური მოკვლევა“-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით დღევანდელ სხდომაზე, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე, სექსუალური შევიწროების კანონპროექტზე, მარტოხელა მშობლის შესახებ კანონპროექტზე და გენდერულ კვოტირების საკითხებზე იმსჯელეს.
„უახლოეს პერიოდში ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა იმ თემაზე, რაც გეგმით არის გათვალისწინებული. სამოქმედო გეგმის პუნქტების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და წლის ბოლოს დაგჭირდება, რომ ეს გეგემა განვაახლოთ და სხვა ამოცანები დავისახოთ“-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

















