საქართველოს პარლამენტის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, ტაქსების სფეროს რეგულაცია
თბილისის მერის, კახა კალაძის ერთ-ერთი საუკეთესო წამოწყებაა.
მისივე თქმით, აღნიშნული რეგულაციის განხორციელების პროცესი სწორი მიმართულებით მიმდინარეობს.
„თბილისის ტაქსის იერსახე და ტექნიკური უსაფრთხოება მიმზიდველი უნდა იყოს არამარტო ტურისტებისთვის, როგორც ქალაქის სავიზიტო ბარათი, არამედ უდავოდ მნიშვნელოვანია ადგილობრივებისთვისაც. სწორედ ამიტომ მინდა აღვნიშნო, რომ ტაქსების რეგულაცია თბილისის მერის ერთ-ერთი საუკეთესო წამოწყებაა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ეს პროცესი სწორი გადაწყვეტილებებით მიმდინარეობს და როგორც მგზავრების, ასევე ტაქსის მძღოლების ინტერესებია დაცული,“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.

















