logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რატი იონათამიშვილი: სააკაშვილის „re-make” ჩვენს ქვეყანაში ვერასდროს ვეღარ მოიტანს შედეგს
რატი იონათამიშვილი: სააკაშვილის „re-make” ჩვენს ქვეყანაში ვერასდროს ვეღარ მოიტანს შედეგს
13:49 02.10.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი იმ 13 არასამთავრობო ორგანიზაციას გამოეხმაურა, რომელთა განცხადებით, ქვეყანა ღრმა კრიზისშია და კრიმინალების ხელაით იმართება.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს განცხადება „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ სკანდალური ჩანაწერებისა ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს შემდეგ გააკეთეს.


„არასამთავორობო ორგანიზაციებმა ამ განცხადებით თავიანთი თავი საკმაოდ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენეს. მათ ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ არ ელოდებიან არც გამოძიებას, არც პროკურატურას, არც სასამართლოს და ეს არის განსაკუთრებით სამწუხარო, მითუმეტეს როცა აქვთ პრეტენზია, რომ პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იმართებოდეს არგუმენტებით - სამართლებრივ ჩარჩოებში. ამ ქმედებით მათ ასიამოვნეს თავიანთ ლიდერს სააკაშვილს და მის ახალ მეგობარ ოქუაშვილს. მაგრამ ჩვენ ეს სცენარი ნანახი გვაქვს და არც გვიკვირს, რადგან ამ ორგანიზაციების ლიდერი ეკა გიგაური გამოირჩევა 2007 წლის 7 ნოემბერს დარბევასთან დაკავშირებით. გუშინაც ვნახეთ, რომ ისინი სინქრონირებულად მოქმედებენ, რადგან სააკაშვილი ლამის გენპროკურორობას დაჰპირდა ეკა გიგაურს. სამწუხაროა, რომ სხვა ორგანიზაციებიც ამის ნაწილი ხდებიან. სააკაშვილის „re-make” ვერასდროს ვეღარ მოიტანს შედეგს ჩვენს ქვეყანაში“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მან, ასევე ბრიტანეთში საექსპერტო ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შესახებაც ისაუბრა, რომლის მიხედვით, რამდენიმე აუდიოჩანაწერი დამონტაჟებული და გაერთიანებულია.

„არც გვიკვირს ეს ფაქტი და მოსალოდნელიც იყო. მათ მონტაჟი და ფაქტების ფაბრიკაცია კარგად იციან და ფაქტია, რომ იგივე მეთოდებით მოქმედებენ, რითაც თავი დაგვამახსოვრეს იმ წლების მანძილზე, როცა მართავდნენ საქართველოს. ძალიან სამწუხაროა, რომ მათ ვერ გამოიტანეს შესაბამისი დასკვნები, რომ ასეთი ინსტრუმენტები საზოგადოებაში არასდროს დადებითად არ აღიქმება და ავნებს მის ავტორებს“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა