logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თეა წულუკიანი: ვანო მერაბიშვილი კლინიკაში რამდენჯერმე იქნა გადაყვანილი
თეა წულუკიანი: ვანო მერაბიშვილი კლინიკაში რამდენჯერმე იქნა გადაყვანილი
10:48 02.10.2018
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, პირველ დღეებში, როდესაც ბატონმა მერაბიშვილმა დააფიქსირა, რომ მას ჰქონდა გაძნელებული სუნთქვა და ა.შ., მას ყველა ტიპის კონსულტაცია დროულად ჩაუტარდა. წულუკიანის თქმითვე, ის სამედიცინო კლინიკაში რამდენჯერმე იყო გაყვანილი.

"საზოგადოებისგან ისმოდა კითხვა − ალბათ, მართლა რაღაც სჭირს და ცუდად არის, მძიმედ არის, აბა, ამდენჯერ რატომ გაჰყავთ... მე მინდა, კიდევ ერთხელ ავხსნა, რაც იყო სასჯელაღსრულების ყოფილი სამინისტროს მთავარი პრინციპი და ეს პრინციპი რჩება პრინციპად პენიტენციურ სამსახურში, რომ სამოქალაქო კლინიკებში გაყვანა, რომელიც წელიწადში არის ასეულობით, არ ნიშნავს იმას, რომ პატიმარი არის მძიმედ. ჩვენ არ ველოდებით, პატიმარი დამძიმდეს იმისათვის, რომ გადავიყვანოთ სამოქალაქო კლინიკაში. ამის ახსნა „ნაციონალური მოძრაობისათვის“ არის მგლის თავზე სახარების კითხვა, რადგან მათ მომაკვდავი პატიმრები გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში და ამას თავის დროზე დაერქვა „სიკვდილის ექსპორტი“. ჩვენი მიდგომა ეს არ არის. საკმარისია, მერაბიშვილმა თუ სხვა პატიმარმა რამე აიტკიოს და პენიტენციურმა სამსახურმა ჩათვალოს, რომ უკეთესი იქნება სამოქალაქო კლინიკა და არა ციხის საავადმყოფო, კითხვის ნიშნის გარეშე ხდება გადაყვანა.

მე ცოტა შეწუხებული ვარ იმით, რომ ადვოკატები ისეთ საჯარო ინფორმაციას ავრცელებენ, რომ შეიძლება, თუკი ისინი სწორ კომუნიკაციას არ ახორციელებენ ოჯახთან, ოჯახმა იფიქროს, რომ მის პატიმარს აქვს სერიოზული პრობლემები. მინდა, ვთქვა, რომ ვანო მერაბიშვილს არ აქვს სერიოზული პრობლემები.

მე არ ვარ მედიკოსი, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი იმას, რაც კომპეტენტურმა მედიკოსებმა თქვეს. ჰორნერის სინდრომს იწვევს ხანდახან სიმსივნე, ხანდახან ინფარქტი, ხანდახან ინსულტი, ხანდახან ინტოქსიკაცია და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. ამ სამოქალაქო კლინიკებში გადაყვანის შემდეგ ვნახეთ, რომ არცერთ ორგანოზე არ ფიქსირდება სიმსივნე, თუნდაც, საწყის სტადიაზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი და მე მინდა, ოჯახის წევრებს ჰქონდეთ სრული რწმენა იმისა, რომ ეს ასეა. მათთვის ხელმისაწვდომია ყველა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევის შედეგი. ჩვენთვის უმთავრესია, რომ პატიმარს, ვინც უნდა იყოს ის − ამ შემთხვევაში არ არის საინტერესო გვარი და სახელი − ჰქონდეს რწმენა, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოირიცხა, ასევე, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები; ინფარქტი და ინსულტი ფაქტია, რომ სახეზე არ არის. ახლა რჩება ის, რასაც ამბობენ − შესაძლო ინტოქსიკაცია. ექიმები გვეუბნებიან, რომ გამორიცხულია ინტოქსიკაცია და არ გვაძლევენ რეკომენდაციას, გავაკეთოთ ტესტები. თუმცა, ჩემი რჩევა პენიტენციური სამსახურისათვის − და, რამდენადაც ვიცი, ისინი ამ რჩევას იზიარებენ − არის ის, რომ, თუკი პატიმარს აქვს მცირედი ეჭვიც კი, რატომაც არა, უახლოეს დროში გავაკეთოთ მორიგი გადაყვანა იმისათვის, რომ პატიმარი და ოჯახი იყოს წყნარად. ადვოკატის სიწყნარეზე ამ ეტაპზე არ ვმუშაობ, რადგან ისეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ, რომ რეალობა რომ არ იცოდე, შეგეშინდება, რამე ხომ არ სჭირს შენს პატიმარს.
მე ვემხრობი იმას, რომ ყველაზე მაღალტექნოლოგიური კლინიკა, რატომ არა, თუკი ადვოკატებს აქვთ სურვილი, თვითონ გვითხრან, რომელ მეტალზე უნდათ შემოწმება და ავირჩიოთ და შევამოწმოთ"-განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიას, კანონი ამბობს, რომ, როდესაც უნდა დადგეს − და ამას კონსილიუმი სჭირდება − ლეტალური შედეგი, არსებობს სიკვდილისწინა მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამ საბჭოს შეუძლია ასეთი გადაწყვეტილების მიღება.

"თუმცა, არსებობს სხვა მექანიზმიც − არა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არამედ ზოგადი წესით გათავისუფლება. პატიმარმა უნდა მოითხოვოს; შემდეგ იხილავს საბჭო, რომელსაც არ ხელმძღვანელობს მინისტრი ან სამინისტროს თანამშრომელი. საბჭოს ხელმძღვანელობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი და ის დაკომპლექტებულია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და კვალიფიციური სპეციალისტებით. იქ პოლიტიკური ფაქტორი გამორიცხულია. წარმოდგენა არ მაქვს, საბჭომ რა შეიძლება იფიქროს. ამიტომ პასუხიც ვერ მექნება“-განაცხადა მინისტრმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა