logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა
18:21 01.10.2018
თავდაცვისა და უშოშორების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განიხილა, რომელიც კომიტეტს განსახილველად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ წარუდგინა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხსენებელმა, ანზორ ჩუბინიძემ წარმოდგენილი ცვლილებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გამოწვეულია კანონში არსებული კოლიზიით. კერძოდ, მუხლებს შორის ერთმანეთთან და რიგ შემთხვევაში საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობით.

მისი განმარტებით, საჭიროა სამსახურის ადამიანური და მატერიალური რესურსების ოპტიმალური განაწილება, სამსახურში მიღების, სამსახურის გავლისა და სამსახურიდან დათხოვნის ზოგიერთი საკითხის მეტად მოწესრიგება, დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების დაწესება, უმაღლესი თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა დაცვის ღონისძიებათა ორგანიზების უზრუნველყოფა და სამსახურის ფუნქციონირების ეფექტიანობის გაზრდა.

კანონპროექტით სამსახურის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებად შესაბამის კანონებთან ერთად საქართველოს მთავრობის დადგენილებები და განკარგულებები, სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტები სახელდება. ასევე, კანონის მე-5 მუხლს ემატება პუნქტი, რომლის თანახმადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ დაცვა შეიძლება დაენიშნოთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაბამისი საფრთხის არსებობის საფუძველზე და იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ პირთა უფლებამოსილების შეწყვეტა არ იქნება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ანდა დანაშაულის ჩადენის შედეგი.

კანონპროექტით დასაცავ ობიექტთა შორის სახელმწიფო ობიექტებთან ერთად სახელდება სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები. ამ და სხვა ცვლილებებზე იმსჯელეს დეპუტატებმა. დაისვა კითხვები, რომელთაც მომხსენებელმა, ანზორ ჩუბინიძემ უპასუხა. მანვე გააცნო დეპუტატებს კანონპროპექტიდან გამომდინარე თანმდევი კანონპროექტების პაკეტი.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა წარმოდგენილ ცვლილებასთან დაკავშირებით. კერძოდ კანონპროექტის იმ ნაწილზე სადაც საუბარია პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე დაცვის დანიშვნის დეტალებზე. რაზეც ანზორ ჩუბინიძემ განმარტა, რომ სახელმწიფო პასუხისმგებლობას არ იხსნის სახელმწიფო თანამდებობის პირის უსაფრთხოების დაცვაზე და საჭიროების შემთხვევაში მათ დაცვა დაენიშნებათ რისკების შეფასების საფუძველზე.

საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ კომიტეტმა მხარი წარმოდგენილ კანონპროექტს დაუჭირა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა