კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები ბათუმის მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციის ბათუმის შტაბის ხელმძღვანელმა ავთანდილ ბერიძემ განუცხადა,
„ქართული ოცნება“ აქციის ჩატარებას მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ტერიტორიაზე არ აპირებს და ადგილის გამოყოფას ქალაქის ცენტრში ითხოვს.
კოალიცია ევროპის მოედანზე მერიის უარის შემდეგ, აქციის ჩასატარებლად ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის დათმობას მოითხოვს. თუმცა, ამ საკითხზე შეთანხმება დღევანდელ შეხვედრაზე ვერ შედგა. „ქართული ოცნება“ აღნიშნული მოთხოვნით დღეს მერიაში წერილს შეიტანს.
ბერიძე აზუსტებს, რომ ეს იქნება არა თხოვნა, არამედ გაფრთხილება აქციის ჩატარებაზე.
დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებების მოტივით, ბათუმის მერიამ „ქართულ ოცნებას“ აქციისთვის ევროპის მოედნის დათმობაზე უარი გუშინ უთხრა და ალტერნატიული ტერიტორიის სახით ანგისის სტადიონი შესთავაზა, რომელიც ქალაქის გარეუბანში მდებარეობს.
კოალიცია ბათუმში აქციის ჩატარებას 5 აგვისტოს გეგმავს.

















