ეს განცხადება მან მმართველ გუნდთან დღეს გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
„რა დღეში იყო მედია გვახსოვს, ტოტალურად იმართებოდა ერთი კაცის - სააკაშვილის მიერ. დილიდან საღამომდე ტელევიზორთან იჯდა, მისი ძირითადი საქმიანობა ეს იყო - პირდაპირი მნიშვნელობით მართავდა ამ პროცესს და თავისი მოღვაწეობის 80% სწორედ ამას მოახმარა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პარტიის ლიდერი მედიასა და ბიზნესზეწოლაზე საუბარს ღიმილის მომგვრელს უწოდებს.
მასალის ვიდეოვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

















