logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ სააკაშვილი: როგორ მოახერხეს ამ უდღეურებმა, რომ ჩვენ მიერ საათივით აწყობილი სისტემა ჩამოშალეს
მიხეილ სააკაშვილი: როგორ მოახერხეს ამ უდღეურებმა, რომ ჩვენ მიერ საათივით აწყობილი სისტემა ჩამოშალეს
14:21 01.10.2018
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია, არა მარტო ბიზნესმენებს, არამედ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ძარცვავს.

ეს განცხადება მან "ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელის, ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით, საკუთარ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

„რაც მე ვიხილე გუშინ ტელევიზიით, ჩემთვის არ არის გასაკვირი. ამ კაცმა, ივანიშვილმა, მთელი ფული იშოვა 90-იანებში სხვა ხალხის ძარცვით და ის ბოლო წლებში თითოეული თქვენგანის გაქურდვით დაკავდა.

მან გაგქურდათ ელექტროენერგიის ტარიფებით, რომელიც აგიწიათ, იმიტომ რომ მის ბიტკოინების ფაბრიკებს ემუშავა. მან მოიპარა სიგარეტის თითოეული კოლოფიდან 2.5 თეთრი. მან გაგქურდათ საბანკო კრედიტების მეშვეობით, იმიტომ რომ თვითონ არის საქართველოს მთავარი მევახშე. მან შეავიწროვა პატარა ბიზნესები, იმიტომ რომ თვითონ არის მონოპოლისტი უკლებლივ ყველა სფეროში.

მან გაქურდა საქართველოს ბიუჯეტი და გაანადგურა საქართველოს მილიარდიანი რკინიგზა და ის პრაქტიკულად წამგებიანად აქცია. ერთი სიტყვით, სადაც გაიხედავ ყველგან გვაქვს კატასტროფა და მარტო „ომეგა“ ?

ის, რაც ვიხილე იუსტიციის სახლებში, ეს რიგები... მეგობრებო, იუსტიციის სახლები ისეა მოწყობილი ტექნოლოგიურად, რომ შეუძლებელია იქ იყოს რიგები, როგორ მოახერხეს ამ უდღეურებმა, ამ აწყობილი სისტემის, რომელიც საათივით იყო აწყობილი, ასე განადგურება. ჩვენმა სიმწრით შექმნილმა სახელმწფო აპარატმა გაძლო რამდენიმე წელი და ისევ ჩამოიშალა. კორუფცია დაბრუნდა უკლებლივ ყველა რგოლში და იმ ხალხს მინდა ვუთხრა, ვინც იძახის, სააკაშვილის დროსაც იყო და ივანიშვილის დროსაც. რანაირად ხალხო, ვერ გავიგე მართლა სკლეროზი ხო არ გჭირთ?

მე არაფერი მაქვს, ივანიშვილმა მილიარდები იშოვა. ბოლოს და ბოლოს, ჩემს დროს ეკონომიკა ოთხჯერ გაიზარდა, ამის დროს არ იზრდება, ჩემ დროს სიღარიბე შემცირდა, ამის დროს ორჯერ გაიზარდა, რანაირად არის ერთი და იგივე?- ეს იმხელა განსხვავებაა, როგორც დღე და ღამე, როგორც ცა და დედამიწა, როგორც შავი და თეთრი. ამიტომ, 28-ში ჩვენ უნდა მოვიგოთ საპრეზიდენტო არჩევნები. შემდეგ, ჩამოყალიბდეს ეროვნულ ძალებზე დაფუძნებული ახალი მთავრობა, შემდეგ ამ მთავრობამ უნდა გამოიყვანოს საქართველო ჭაობიდან, საქართველომ უნდა განაგრძოს წინსვლა და თითოეულმა ქართულმა ოჯახმა უნდა იგრძნოს შვება და ეს ასეც იქნება,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა