logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საბერძნეთში ქართულმა ემიგრაციამ საბერძნეთის ხელისუფლებას ერთობლივი პეტიციით მიმართა
საბერძნეთში ქართულმა ემიგრაციამ საბერძნეთის ხელისუფლებას ერთობლივი პეტიციით მიმართა
19:44 28.09.2018
საბერძნეთში ქართულმა ემიგრაციამ, საბერძნეთის ხელისუფლების სამივე შტოს (საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარე, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი), პირველად მიმართა ერთობლივი პეტიციით.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთში ქართული ემიგრაციის მიერ პირველი პეტიციის შემუშავება 2018 წლის აგვისტოში, ქართული დიასპორის მიერ ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა.

პეტიციაში ყურადღება გამახვილდა საბერძნეთსა და საქართველოს შორის საუკუნეების მანძილზე, სახელმწიფო და ხალხათაშორის დონეზე არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე. ქართული ემიგრაციის მიერ კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საბერძნეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად რჩება.
„წლების განმავლობაში, საბერძნეთი ჩამოყალიბდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთ მთავარ ხელშემწყობად. საბერძნეთი აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში და რეალური წვლილი შეაქვს ქართული შეიარაღებული ძალების ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოების საქმეში.“ - აღნიშნულია მიმართვაში.

პეტიციაში ასევე საუბარია იმ მეგობრულ დამოკიდებულებაზე, რომელსაც ქართველი ემიგრანტები საბერძნეთის ხელისუფლების და ბერძნული საზოგადოების მხრიდან გრძნობენ, რის შედეგადაც მრავალი ქართველი, ბერძნული საზოგადოების ნაწილი გახდა და საშუალება მიეცა წვლილი შეიტანოს საბერძნეთის განვითარებაში.

მიმართვაში, ქართველი ემიგრანტებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც განაგრძნონ მოღვაწეობა ბერძნულ საზოგადოებაში, რათა გაიზარდოს ქართული ემიგრაციის წვლილი ბერძნული სახელმწიფოს განვითარებაში. ასევე გამოითქვა სურვილი, რომ ქართველმა ემიგრაციამ კიდევ უფრო აქტიური როლი შეასრულოს საბერძნეთის საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და ქვეყნებს შემდგომ ურთიერთდაახლოებაში. აღნიშნული დამატებით იმპულსს მისცემს საბერძნეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობესის გაღრმავებას.

„აღნიშნული მიმართვის შემუშავებით, საბერძნეთში ქართულმა დიასპორამ გადადგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული ემიგრაციული რესურსის კონსოლიდაციისა და საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხების განხორციელებაში საკუთარი წვლილის შეტანის მიმართულებებით“ - განაცხადა აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეოს საქმეთა სამინისტროს, დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა რატი ბრეგაძემ.

აღსანიშნავია, რომ მიმართვის ავტორია საბერძნეთში მოქმედი 37 ქართული დიასპორული ორგანიზაცია და სუბიექტი, რაც ადასტურებს საბერძნეთის ქართული ემიგრაციის მტკიცე სურვილს, ერთობლივი წვლილი შეიტანოს ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში, ქართველი და ბერძენი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა