logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სუამის საპარლამენტო ასამბლეის მე-11 სესიაზე ქართველი პარლამენტარები მოხსენებებით წარსდგნენ
სუამის საპარლამენტო ასამბლეის მე-11 სესიაზე ქართველი პარლამენტარები მოხსენებებით წარსდგნენ
19:40 28.09.2018
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, გიორგი მოსიძის ხელძღვანელობით მოლდოვას რესპუბლიკის დედაქალაქ კიშინეუში ვიზიტი დაასრულა, სადაც ორი დღის განმავლობაში სუამის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 11-ე სესია იმართებოდა.

სესიის მეორე დღე სუამის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ვადიმ პისტრინციუკის, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის, ადრიან კანდუს, სუამის საპარლამენტო ასამბლეის ეროვნული დელეგაციების ხელმძღვანელთა და სხვა მოწვეული სტუმრების მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მოსიძემ ასამბლეის მონაწილეების ყურადღება სუამის წევრი, ოთხივე ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე კონფლიქტებზე გაამახვილა. მან მხარეებს მოუწოდა აღნიშნული საკითხი მუდამ ჰქონდეთ პრიორიტეტად ორმხრივი თუმრავალმხრივი ფორმატების დღის წესრიგში. გიორგი მოსიძემ ბალტიის ასამბლეას ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უწყვეტი პოლიტიკური მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

სესიაზე განიხილეს სამი საკითხი: 1. სუამის წევრებს შორის დარგობრივი თანამშრომლობის პერსპექტივები; 2. საინფორმაციო უსაფრთხოება სუამის რეგიონში: ახალი გამოწვევები, მიზნები და ერთობლივი ძალისხმევა; 3. სუამი საერთაშორისო ასპარეზზე: საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში სუამის ქვეყნების საქმიანობისა და ურთიერთობების ასპექტები.

საქართველოს დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს პანელურ დისკუსიებში. პირველ პანელზე საქართველოს დელეგაციის წევრმა, გიორგი გაჩეჩილაძემ ისაუბრა ევროკავშირთან საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციაზე. იგი ასევე შეეხო საქართველოში შემუშავებულ მწვანე ეკონომიკის კონცეფციას, რომლის საფუძველზეც აიკრძალა გენმოდიფიცირებული სურსათი. მისივე თქმით, აღნიშნულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ეკოტურიზმის განვითარებას. დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიის 40% ტყეს უჭირავს, რომელსაც მუდმივად საფრთხე ემუქრება და საჭიროა ტყის საფარის ეფექტური დაცვა. გიორგი გაჩეჩილაძემ ყურადღება გაამახვილა სუამის ფარგლებში აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

მეორე პანელზე, ასამბლეის მონაწილეებს თავისი მოსაზრებები გააცნო დელეგაციის წევრმა, გია ბენაშვილმა. მისი განცხადებით, როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი, საქართველო სერიოზულად ეკიდება მის საქმიანობას და განსაკუთრებით უსაფრთხოების საკითხებს.

„განუწყვეტლივ ვცდილობთ ამ მიმართულებით ვითანამშრომლოთ ევროპულ სტრუქტურებთან. სუამ-ის ყველა ქვეყანას აერთიანებს ერთი პრობლემა- ტერიტორიული მთლიანობა ყველა ქვეყანას დარღვეული აქვს. რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიის 20%-ი ოკუპირებული აქვს. ამის ფონზე, უმნიშვნელოვანესია სუამის ქვეყნების საერთო ძალისხმევა წინ აღუდგნენ რუსეთის მხრიდან მომდინარე ყველა სახის საფრთხეს, მათ შორის კიბერ-შეტევებსაც" - განაცხადა გია ბენაშვილმა.

სესიის დასასრულს, სუამის საპარლამენტო ასამბლეამ ბალტიის ასამბლეასთან ერთობლივი განცხადება და სესიის კომუნიკე დაამტკიცა. ასამბლეის პრეზიდენტობა უკრაინის დელეგაციამ გადაიბარა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა