logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მარიამ ჯაში გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელ ექსპერტთა საბჭოს (IAP) შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
მარიამ ჯაში გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელ ექსპერტთა საბჭოს (IAP) შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
18:07 28.09.2018
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამოქვეყნდა გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელ ექსპერთა საბჭოს (IAP) 2018 წლის ანგარიში, რომელიც ეხება დედათა, ბავშვთა და ახალგაზრდების ჯანმრთელობის სფეროში კერძო სექტორის პასუხისმგებლობას.

შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, გაეროს სააგენტოებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

დამოუკიდებელ ექსპერტთა საბჭოს მთავარი რეკომენდაცია ჯანდაცვის, ფარმაცევტული და კვებითი მრეწველობის სფეროებში კერძო სექტორის პასუხისმგებლობასა და რეგულირების აუცილებლობას ეხება. ანგარიშში ასევე შესულია საქართველოს გამოცდილება 2018 წლის თებერვალში IAP საბჭოს წევრების თბილისში ვიზიტის შემდგომ.

მარიამ ჯაშმა შეხვედრაზე წარადგინა ქვეყნის გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში კერძო სექტორის დომინანტური როლის გათვალისწინებით.

„სრულად ვიზიარებ IAP რეკომენდაციას, რომ ჯანდაცვა არ არის ეკონომიკური ბაზრის სტანდარტული პროდუქტი. ჯანდაცვის სფეროში კერძო სექტორის რეგულირება აუცილებელია სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგულურება დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში, სადაც მტკიცებულებაზე დაფუძნებული სამედიცინო პრაქტიკა ჯერ კიდევ არ არის ფართოდ დანერგილი. საქართველოში უკვე მოქმედებს სავალდებულო რეგულაციები კერძო სექტორის სერტიფიცირების, ანგარიშვალდებულებისა და მართვის საინფორმაციო სისტემების მიმართულებით. თუმცა ჩვენ გვჭირდება დამატებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, თუ როგორ შეიძლება ჯანდაცვის სფეროში ხარისხისა და დანახარჯების უფრო ეფექტური მართვა. ასევე გვჭირდება წარმატებული მოდელები - თუ როგორ შეიძლება კერძო სექტორის დაინტერესება ჯანმრთელი საკვები პროდუქციის საწარმოებლად და მისაწოდებლად საგანმანათლებლო გარემოში. დაბოლოს, ნება მომეცით, ხაზი გავუსვა კერძო სექტორის როლს დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის კუთხით. ჩვენ შეგვიძლია ერთობლივად ვიმუშაოთ და ხელი შევუწყოთ კერძო სექტორს არა მხოლოდ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის, არამედ ახალი დაფინანსების პლატფორმების შესაქმნელად ქალთა, ბავშვთა და ახალგაზრდობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მარიამ ჯაში მთავარ შეხვედრას გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დღეს გამართავს ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტის რანგში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა