სტიქიის შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს პარლამენტში დღეს ფრაქციებისა და კომიტეტების სხდომაზე განიხილავენ.
ცვლილებებს ფრაქციების - „ერთობა სამართლიანობისთვის“ და „ქრისტიან–დემოკრატების“ წევრებს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე წარუდგენს.
დღის მეორე ნახევარში კი, განხილვა საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაგრძელდება.
საბოლოოდ კი, საბიუჯეტი ცვლილებების პროექტი 25 ივლისს დამტკიცდება.

















