logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმები სხვა ქვეყნებისთვის მისაბაძ მაგალითად შეიძლება იქცეს
დავით ზალკალიანი: საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმები სხვა ქვეყნებისთვის მისაბაძ მაგალითად შეიძლება იქცეს
10:19 28.09.2018
გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გენერალური დებატების ფარგლებში დავით ზალკალიანი მაღალი დონის ღონისძიებას დაესწრო, რომელიც მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს ეძღვნება (Good Human Rights stories). ამ ღონისძიების მიზანი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ყველაზე სამაგალითო და წარმატებული ისტორიების გაზიარებაა.

დავით ზალკალიანმა თავის გამოსვლაში საქართველოს, როგორც რეფორმისტული ქვეყნის მიერ გაწეულ ძალისხმევაზე ისაუბრა. მისი თქმით, 2012 წელს საქართველოს მთავრობამ მემკვიდრეობად უაღრესად პოლიტიზირებული და რეპრესიული პენიტენციური სისტემა მიიღო, სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულად შთამბეჭდავი სწორედ პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმებია, რომლებიც სხვა ქვეყნებისთვის შეიძლება მისაბაძ მაგალითად იქცეს.
ზალკალიანის თქმით, პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმების ამოსავალს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების ამაღლება წარმოადგენდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ წამება, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა აღარ გამოიყენება სასჯელაღსრულების დაწესებულებების მართვის მეთოდად, რაც გატარებული რეფორმების მთავარი მონაპოვარია.

„ამასთან, საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად, და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ორგანიზაციათა რეკომენდაციების შესრულების გზით, საქართველო მნიშვნელოვნად მიუახლოვდა ერვოკავშირის სტანდარტებს“ - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, საქართველომ დაძლია პატიმრებით გადაჭედილი ციხეების პრობლემა და გაუმჯობესება პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი. ამ პროცესის წარმატებას მოწმობს ის, რომ ციხეებში პატიმართა რაოდენობა 24 000 დან 9 900 -მდე შემცირდა.

ზალკალიანის თქმით, რეფორმების გზაზე მთავარ სიახლეს წარმოადგენს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვა და რისკის შეფასების მექანიზმების ამოქმედება, რაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებას უზრუნველყოფასთან ერთად, პატიმრებს გათავისუფლებისთვის მომზადების პროცესშიც ეხმარება. პატიმრებს იმედი გაუჩნდათ, რომ ისინი საზოგადოებაში ინტეგრაციას კვლავ შეძლებენ. პენიტენციური სისტემის მთავარ მიზანს სწორედ პატიმართა რესოციალიზაციის უზრუნველყოფა და განმეორებითი დანაშაულის რისკის შემცირება წარმოადგენს.

„ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70-ე წლისთავი შეგვახსენებს, რომ ჩვენი საერთო ვალდებულება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დაცვის უზრუნველყოფაა. სწორედ ამ სულისკვეთებით გიზიარებთ საქართველოს პენიტენციურსისტემაში გატარებული რეფორმების პოზიტიურ გამოცდილებას და მზად ვართ ვიმსჯელოთ ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ინიციატივა „Good Human Rights Stories” 2018 წელს, „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მიღებიდან 70 წლის იუბილის აღსანიშნავად, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტავროს ლამბრინიდისმა წარმოადგინა. იგი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ახალი პოზიტიური ნარატივის გავრცელებას და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სამაგალითო და წარმატებული ისტორიების გაზიარებას. საქართველოსთან ერთად, რეგიონთაშორისი ჯგუფის წევრებად მოწვეულნი არიან ნორვეგია, არგენტინა, ახალი ზელანდია, ურუგვაი, ჩილე, ინდონეზია, კორეა და სხვა.


ინიციატივისა და ჯგუფის ოფიციალური წარდგენა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გენერალური დებატების ფარგლებში გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაზე განხორციელდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა