logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: პრემიერმა გაეროში მნიშვნელოვანი აქცენტები გააჟღერა
დავით ზალკალიანი: პრემიერმა გაეროში მნიშვნელოვანი აქცენტები გააჟღერა
09:08 28.09.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მნიშვნელოვანი აქცენტები გააჟღერა, როგორც ოკუპაციის პრობლემის დასაძლევად, ასევე რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად და მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ეფექტური ნაბიჯების გადადგმის თვალსაზრისით.

დავით ზალკალიანის შეფასებით უმნიშვნელოვანესია "თბილისის ფორუმის" შესახებ ინიციატივა, რომლითაც საქართველო გამოდის იდეით შავი ზღა და კავკასიის რეგიონი იქცეს კონფრონტაციისა და დაპირისპირებიდან, მშვიდობისა და კეთილდღეობის რეგიონად.

"პრემიერის გამოსვლა იყო კონცენტრირებული როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებაზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რომელიც დღვანდელი მსოფლიოს წინაშეა, ასევე ამ გამოწვევებთან ეფექტიანი საშუალებებით გამკლავებაზე. მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთა ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე, მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ გაჟღერდა ახალი ინიციატივა, მოგეხსენებათ რამდნიმე წლის წინ გაეროს ტრიბუნიდან საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობას შესთავაზა "აბრეშუმის გზის ფორუმის" გამართვა, რაც რეალობად იქცა და თავის შედეგებს იძლავა. დღეს გაჟღერდა ახალი ინიციატივა "თბილისის ფორუმთან" დაკავშირებით, რომელიც ფოკუსირებული იქნება შავ ზღვაზე და კავკასიაზე ანუ რეგიონზე, რომელიც დაპირისპირების და კონფრონტაციის რეგიონიდან უნდა გადაიქცეს მშვიდობის და განვითარების რეგიონად, მნიშვნელოვანია, რომ მისი ინიციატორი გახლავთ საქართველო და საქართველოს ხელისუფლება.

მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა ასევე იმ გაკვეთილებზე და დასკვნებზე რაც საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გამოიტანოს, კერძოდ 2008 წლის ომსა და ოკუპაციიდან, რომელიც 2008 წლამდე გაცილებით ადრე დაიწყო. დღეს 27 სექტემბერია და მოგეხსენებათ არის მტკივნეული დღე თითეული ქართველისთვის"- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე შეფასებით პრემიერ-მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში საერთაშორისო თანამეგობრობას შეახსენა, რომ აუცილებელი იყო მათი მხრიდან რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე ადეკვატური რეაგირება, რათა ამას არ მოჰყოლოდა შედეგები იგივე უკრაინის სახით.

"მსოფლიო თანამეგობრობა სულ უფრო მეტად აცნობიერებს იმას რომ საჭიროა მკაფიო ნაბიჯების გადაგმა, რათა არ იყოს დაშვებული საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევა, ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგელების განცხადებები ამ საკითხზე სადაც ისინი ამახვილებენ ყურადღებას , რომ გაერო უნდა გადაიქცეს უფრო ეფექტურ ორგანიზაციად და ესმექანიზმები იყოს ეფექტიანად გამოყენებული"-აღნიშნა ზალკალიანმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა